ზაქარია ფალიაშვილის განცხადება…

„31 წელია, რაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში ვმსახურობ, როგორც პროფესორის, ისე ინსპექტორის და დირექტორის თანამდებობაზედაც. სხვებთან ერთად დიდი აქტიური მონაწილეობა მაქვს მიღებული სამუსიკო სკოლის კონსერვატორიად გარდაქმნის საქმეში. ამ ხნის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ მისარგებლია ერთის თვის შვებლებით 1931 წელს ხარკოვში, როცა იქ იდგმებოდა ჩემი ოპერა „აბესალომ და ეთერი”, სადაც ჩემი იქ ყოფნა აუცილებლივ საჭირო იყო. დღეს ძალზედ დაავადებულმა, იძულებული ვარ, მოგმართოთ, რომ მიშუამდგომლოთ, რათა სერიოზულად სამკურნალოდ მომეცეს ორი თვის შვებლება, როგორც აქ წამლობის კურსის დასამთავრებლად, ისე ზაფხულში, სადაც ექიმები მირჩევენ, სადმე წასასვლელად და წამლობის გასაგრძელებლად. მაგრამ, რადგანაც ეს ყველა იწვევს ხარჯებს, რომლის საშუალებაც არა მაქვს, ამისათვისაც აქაც გთხოვთ, რომ გადარიცხული არ ვიქნე სოციალურ დაზღვევის სალაროში (ამ ორ თვეს) და ერთდროული მატერიალური დახმარებაც აღმომიჩინონ ან განსახკომის ან კიდევ სახკომისართა საბჭოსაგან… შვებლებას გთხოვთ პირველი აპრილიდან. იმედი მაქვს, ამ ჩემს თხოვნას ყურადღებას მიაქცევთ”. (ავტორი გენია.ჯი)

P.S. მიუხედავად აღნიშნული განცხადებისა, გენიალური ქართველი კომპოზიტორი პასუხის ღირსადაც კი არ ჩაუთვლიათ კომუნისტებს. შესაბამისად, არც არანაირი დახმარება არ გაუწევიათ მისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)