სილვესტერ II-ეს შესახებ…
სილვესტერ II – (ერისკაცობაში – ჰერბერტ დ’ორილაკი) დაიბადა 946 წელს საფრანგეთში მდებარე ოვერნის რეგიონის ქალაქ ორიაკში.იგი წარმოადგენდა ისტორიაში პირველ ეთნიკურად ფრანგ რომის პაპს (999-1003 წლებში),ფილოსოფოსსა და მათემატიკოსს.მან ესოდენ დიდ საეკლესიო იერარქიას,საღვთო რომის იმპერატორის ოტო III-ის დიდი დახმარებითა და ძალისხმევით მიაღწია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,1001 წელს რომში სახალხო აჯანყების შედეგად,იმპერატორთან ერთად რომიდან რავენაში გაიქცა.მან სამჯერ სცადა რომის პაპის ტახტის დაბრუნება თუმცა ეს ვერც ერთხელ ვერ მოახერხა.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სილვესტერ II-ს შესახებ დღემდე უამრავი ლეგენდა დადის.მას,იმ პერიოდის მოსახლეობა შავი მაგიის მიმდევარად მოიხსენიებდა და მის მიმართ დიდ შიშსაც განიცდიდა.გარდა ამისა,მას მოიხსენიებდნენ იმ ადამიანად,რომელმაც სული ეშმაკს მიჰყიდა.ასტროლოგიასა და მაგიას,თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე განთავსებულ – კორდოვას სახალიფოში დაეუფლა.იმ პერიოდისათვის აღნიშნულ სახალიფოში მუსულმანი მავრები ბატონობდნენ.მაგია და ჯადოქრობა კი იქ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.სწორედ ამ პერიოდიდან იღებს სათავეს სილვესტერ II-ეს შესახებ ლეგენდა.ესპანეთში სწავლისას,ჯერ კიდევ ჰერბერტად ცნობილი სილვესტრი,ერთ-ერთი არაბი ფილოსოფოსისა და მაგის ოჯახში ცხოვრობდა.ოჯახს სახლში სხვა მრავალ წიგნებთან ერთად გააჩნდა “მაგიური შელოცვების წიგნი”.არაბი ფილოსოფოსი,წიგნს იმდენად უფრთხილდებოდა,რომ როდესაც ეძინა თავქვეშ ჰქონდა ამოდებული,ხოლო როდესაც სახლიდან გადიოდა საიმედო ადგილას მალავდა.თუმცა ჰერბერტმა,რომელიც მზად იყო წიგნი ნებისმიერ შემთხვევაში ჩაეგდო ხელში,დაუახლოვდა მაგის ქალიშვილს და სწორედ მისი დახმარებით მოახერხა წიგნის ხელში ჩაგდება. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ იგი სახლიდან გაიქცა,თუმცა წიგნის ნამდვილი მეპატრონე მას კვალში ჩაუდგა.იცოდა რა ჰერბერტმა,რომ იგი მის დევნას არ მოეშვებოდა,ეშმაკს სთხოვა მისთვის დახმარება გაეწია.აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ წიგნის მფლობელი ისედაც მოქცეული ხდებოდა ეშმაკის გავლენის ქვეშ.მართლაც,ჰერბერტმა მოახერხა მდევრისაგან თავის დაღწევა და სწორედ ამ პერიოდიდან შეიცვალა მისი ცხოვრება კარდინალურად.ის მოკრძალებული და ღარიბი ცხოვრების წესი,რომლითაც იგი ადრე ცხოვრობდა,ძირფესვიანად შეიცვალა.გარდა ამისა,გახდა ძალიან ამბიციური.მისი ერთ -ერთი ოცნება რომის პაპის ტახტის დაკავება გახდა.როგორც XII საუკუნის ერთ-ერთი ავტორი – უოლტერ მაპესი გადმოგვცემს,ჰერბერტს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა გაბმული ულამაზესი გარეგნობის გოგონასთან – სუკუბუსთან,რომელიც შუასაუკუნეების ლეგენდების მიხევით წარმოადგენდა დემონ-ქალს.ჰერბერტმა სული ეშმაკს მიჰყიდა,თუმცა კარიერული წარმატება გარანტირებული ჰქონდა.ერთ დროს უპოვარმა კაცმა,ეშმაკის გავლენით რომის საღვთო იმპერატორის ოტო III-ის სამეფო კარზე უზარმაზარი გავლენა მოიპოვა. 999 წლის 2 აპრილს,ჰერბერტ დ’ორილაკი რომის რიგით 139-ე პაპი ხდება,რის შემდეგაც იგი მოიხსენიება,როგორც – სილვესტერ II.მას,უმაღლესი საეკლესიო იერარქიის დაუფლების შემდეგ,მხოლოდ ერთადერთი რამ ადარდებდა და ეს გახლდათ,ის,თუ რამდეხანს შეინარჩუნებდა ტახტს.მიუხედავად იმისა,რომ რომის წმინდა ეკლესიის წინამძღვარი იყო,მის ირგვლივ სხვისი თვალის შეუმჩნევლად ყოველთვის საშინელი დემონები ტრიალებდნენ,რაც მას აფიქრებინებდა,რომ მისი სიცოცხლე ხანმოკლე იქნებოდა.აღნიშნულმა ფაქტებმა იგი შიზოიდურ მდგომარეობამდე მიიყვანა.სტრესი,რომელსაც იგი განიცდიდა,მალევე ყველასათვის ნათელი გახდა.ერთ-ერთი წირვის დროს,დამსწრეთა გასაოგნებლად თავისი უმძიმესი ცოდვების აღიარება დაიწყო.მან საჯაროდ აღიარა დემონებთან კავშირი და ანდერძად დაიტოვა,რომ მისი სიკვილის შემდეგ სხეული დაენაწევრებინათ.აღნიშნულივე ლეგენდის თანახმად,როდესაც იგი გარდაიცვალა (1003 წლის 12 მაისი) და დაკრძალეს,სამარიდან საშინელი და არაადამიანური ხმები მოისმოდა.თანამედროვე მეცნიერები და ისტორიკოსები ირწმუნებიან,რომ ჰერბერტს მართლაც ჰქონდა კავშირი დამყარებული დემონებთან და ამის შესახებ ინფორმაციები,ვატიკანის დღემდე გასაიდუმლოებულ არქივებშია დაცული.ჰერბერტმა მიუხედავად იმისა,რომ მოიპოვა ყველა ამქვეყნიური დიდება,დაჰკარგა უმთავრესი – უფალი. (ავტორი გენია.ჯი)