ჰენრი კავენდიში – “ეპიზოდი”
XVIII საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა ფიზიკოსმა და მეცნიერმა - ჰენრი კავენდიშმა (1731-1810 წლები),კემბრიჯის დიდებული უნივერსიტეტი 1753 წელს დაამთავრა.მისი ბიოგრაფიიდან აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მიუხედავად მისი უდიდესი მეცნიერული მიღწევებისა ფიზიკაში,არასოდეს მიუნიჭებიათ მისთვის არცერთი სამეცნიერო ხარისხი.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კავენდიშს იმიტომ არ მიანიჭეს რაიმე სამეცნიერო ხარისხი,რომ იმ პერიოდში კემბრიჯის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული არ შეიძლებოდა “ურწმუნო” ყოფილიყო,თუმცა ყველასაგან განსხვავებით ჰენრი კავენდიშის “ათეისტობა” საყოველთაოდ იყო ცნობილი.ამ ვერსიის თანახმად,სწორედ აღნიშნული ფაქტი იყო,მისი სამეცნიერო კარიერის “წინაღობა”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა არსებობს მეორე ვერსია,რომლის თანახმადაც მეცნიერს საჯაროდ,თავის სიცოცხლეში არასდროს გამოუქვეყნებია მეცნიერული ნაშრომები და იგი მხოლოდ მეცნიერთა ვიწრო წრისათვის იყო ცნობილი.მიუხედავად იმისა,რომ ჰენრი კავენდიშს არ მინიჭებია არავითარი სამეცნიერო ხარისხი და არ გამოუქვეყნებია მისი სამეცნიერო ნაშრომები,იგი 29 წლის ასაკში მაინც იქნა არჩეული 1760 წელს – “ლონდონის სამეფო საზოგადოების” სრულუფლებიან წევრად.