ყველაზე მსხვილი ბანკის ძარცვა საბჭოთა კავშირის არსებობის ისტორიაში….

დიდი ხნის მანძილზე საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული აზრის თანახმად,სახელმწიფო ბანკების გაძარცვა ილუზიას წარმოადგენდა.მიუხედავად იმისა,რომ,ამ უზარმაზარ იმპერიაში პატარა სალაროების გაძარცვა იშვიათი შემთხვევა არ ყოფილა,სახელმწიფო ბანკის ძარცვა მაინც უიშვიათეს მოვლენას წარმოადგენდა.36 წლის წინათ,1977 წლის 5 აგვისტოს სომხეთის სოციალისტური რესპუბლის დედაქალაქ ერევანში გაძარცვულ იქნა სახელმწიფო ბანკი,რა დროსაც მძარცველების მიერ წაღებულ იქნა,იმ პერიოდისათვის განუზომლად დიდი თანხა 1 525 000 მანეთის ოდენობით.სომხეთის სოციალისტური რესპუბლიკის სახელმწიფო ბანკში,თანხის შესანახი სეიფი (როგორც წესი) არა სარდაფში,არამედ ბანკის შენობის მეორე სართულზე იყო განთავსებული.საცავის კედლები,ჭერისაგან განსხვავებით ბრონირებული იყო,ხოლო ჭერი კი 30 სანტიმეტრი სისქის მქონე რკინა-ბეტონისაგან იყო ნაგები.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სამ სართულიან ბანკს დაცვა იმ მიზეზით არ გააჩნდა,რომ მთელი სისტემა სიგნალიზირებული იყო.ერთადერთი,რაც მილიციის პატრულისაგან კონტროლდებოდა,გახლდათ ბანკის შენობის შესასვლელი ნაწილი. (ავტორი გენია.ჯი) მესამე სართულის ის ფანჯარა,რომლის ქვემოთაც იყო განთავსებული ბანკის სეიფი,რკინის დამცავი ცხაურები არ გააჩნდა.როდესაც 1977 წლის 7 აგვისტოს,ორშაბათ დილით ბანკის თანამშრომლები სამუშაოდ შენობაში შევიდნენ გაოგნდნენ,როდესაც აღმოაჩინეს,რომ ბანკი გაძარცვული იყო.საქმეში იმთავითვე ჩაერთო არა მარტო მილიცია,არამედ საკავშირო უშიშროების ორგანოები.მესამე სართულის იატაკის ერთი ნაწილი ამოღებული იყო და იქვე იყო დარჩენილი წყლით სავსე სამი ბოთლი,ბავშვის პატარა ქოლგა,ფანარი,ხელთათმანები,თოკი,ციბრუტი (საჭრეთლისა და სახრახნისის სატრიალებელი ხელსაწყო),ბურღი,ჩაქუჩი და ხერხი.გამომძიებლებმა დაადგინეს თითოეული ნაპოვნი ნივთმტიცების დანიშნულება აღნიშნულ საქმეში.თუმცა,თავდაპირველად,რამაც მათი გაკვირვება გამოიწვია გახლდათ  - სამი ბოთლი წყალი და პატარა ბავშვის ქოლგა.თუმცა მათი დანიშნულებაც მალევე იქნა გარკვეული: ქოლგა მძარცველებს სჭირდებოდათ იმაში,რომ რკინა ბეტონის ნამსხვრევები საცავის იატაკზე არ დაცვენილიყო,რაც სიგნალიზაციის გააქტიურებას გამოიწვევდა,ხოლო წყალი კი იმისათვის იყო საჭირო,რომ ბურღვისაგან გახურებული სვერლოები გაეცივებინათ.ყველა გატაცებული ფული,დიდი კუპიურებისაგან შედგებოდა.თუმცა,მათ შორის იყო სრულიად ახალი “AI” სერიის მქონე 100 მანეთიანების 110 შეკვრაც.გამოძიებამ საბჭოთა კავშირის მასშტაბით სასწრაფოდ დაიწყო აღნიშნული სერიის მქონე ბანკნოტების მოძიება.თუმცა,რამდენიმე თვის მანძილზე გამოძიება ჩიხში იყო შესული,რადგან არც აღნიშნული სერიის ბანკნოტები გამოჩენილა სადმე და არც მძარცველების შესახებ შეუტყვიათ რაიმე ხელშესახები ინფორმაცია.

ნიკოლოზ და ფელიქს კალაჩიანები ტყუპი ძმები იყვნენ.როგორც გამოძიებამ შემდგომში დაადგინა,საბჭოთა კავშირში ყველაზე მსხვილი ბანკის ძრცვის შემოქმედები სწორედ ეს ათლეტური ახალგაზრდები იყვნენ.მათ,მას შემდეგ,რაც უზარმაზარი თანხა დაიტაცეს,ტაშკენტში გაემგზავრნენ,ხოლო მოგვიანებით კი მოსკოვში.ისინი იმთავითვე შიშობდნენ დიდი თანხის ერთბაშად გამოჩენას და მცირე რაოდენობით ახდენდნენ მათ გამოყენება-რეალიზებას.მოსკოვში ჩასვლის შემდეგ,ნიკოლოზმა გაიცნო და დაუმეგობრდა სანდომიან რუს გოგონას – ლუდმილას და მის ძმას ვლადიმერ კუზნეცოვს.ნიკოლოზმა მათ უთხრა,რომ დიდი ფული მოიგო და სურდა თანხა ობლიგაციებში გადაეცვალა.მათ რამდენჯერმე მართლაც განახორციელეს აღნიშნული ოპერაცია,თუმცა აქაც თანხის მცირე ნაწილი იქნა გამოყენებული.ვლადიმერმა,რომელიც ამ ოპერაციებს აწარმოებდა,ნიკოლოზ კალაჩიანს უთხრა,რომ დრო იყო უფრო მსხვილი თანხით შეესყიდათ ობლიგაციები.ამის შემდგომ,მიიღეს გადაწყვეტილება,რომ 6 000 მანეთის ობლიგაცია შეესყიდათ.მოსკოვში მდებარე ერთ-ერთ ბანკში მოლარეს გადასცეს აღნიშნული თანხა,თუმცა მოლარისაგან მიიღეს პასუხი,რომ მათ მხოლოდ 3 000 მანეთის ობლიგაცია ჰქონდათ ხელზე და სთხოვა მათ,რომ სანამ დანარჩენ 3000 მანეთის ობლიგაციას მიიტანდნენ,იქვე დალოდებოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღსანიშნავია ისიც,რომ ბანკში წაღებული 6 000 მანეთი,სწორედ იმ სერიის (“AI”) იყო,რომელსაც ასე დაეძებდა საბჭოთა მილიცია და უშიშროება.სანამ ობლიგაციების ნაწილს ბანკში მიიტანდნენ,საკმაო ხანი გავიდა.ამ ფაქტმა კი ისინი დააფრთხო,რის შედეგადაც ისე დასტოვეს ბანკი,რომ გადახდილი 3 000 მანეთის ობლიგაცია არ წაუღიათ.გაოგნებულმა მოლარემ,ნახა რა,რომ კლიენტები გაქცეული იყვნენ სასწრაფოდ ადგილობრივ მილიციას შეატყობინა.ამოღებული კუპიურების სერიები,სწორედ ერევნის ბანკიდან წაღებული აღმოჩნდა.შესაბამისად,სამართალდამცავი ორგანოებისათვის ცნობილი გახდა მათი აღწერილობა,დანარჩენი კი ტექნიკის საქმე იყო. 1978 წლის 7 ივნისის დილით დაკავებულ იქნენ ვლადიმერ კუზნეცოვი,ნიკოლოზ და ფელიქს კალაჩიანები.სასამართლომ ძმებს სასიკვდილო განაჩენი (დახვრეტა) გამოუტანა.მას შემდეგ,რაც განაჩენი ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის,სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდიუმის თავჯდომარემ – ბაბკენ სარქისოვმა,საბჭოთა კავშირის უმაღლეს პრეზიდიუმში გაგზავნა წერილი,სადაც დაკავებული ახალგაზრდებისათვის სიცოცხლის შენარჩუნებას ითხოვდა და მართლაც,გარკვეული ხნის შემდეგ გათვალისწინებულ იქნა სარქისოვის თხოვნა.თუმცა ბრძანებულების ჩასვლამ მოსკოვიდან ერევნამდე მხოლოდ 4 საათით დააგვიანა.სწორედ ამ ინტერვალში იქნენ დახვრეტილნი,საბჭოთა კავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი ძარცვის შემსრულებელი ძმები – ნიკოლოზ და ფელიქს კალაჩიანები. (ავტორი გენია.ჯი)