მაქს ბორნი – “ეპიზოდი”
გენიალურმა გერმანელმა ფიზიკოსმა და კვანტური მექანიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა - მაქს ბორნმა (1882-1970 წლები),ადრეულ ასაკში “სადოქტორო ხარისხის” მოპოვება გადაწყვიტა ასტრონომიაში და როდესაც გამოცდაზე მივიდა,მას ხარისხის მოსაპოვებლად გამოცდა ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ ასტრონომსა და ფიზიკოსთან,გიოტინგენის ობსერვატორიის ხელმძღვანელთან – კარლ შვარცშილდთან მოუწია.დიდმა მეცნიერმა და მაქს ბორნის გამომცდელმა კარლ შვარცშილდმა,მომავალ დიდ ფიზიკოს დაუსვა შემდეგი სახის შეკითხვა:
“- რას აკეთებთ იმ შემთხვევაში,როდესაც ცაზე ვარსკვლავის მოწყვეტას ხედავთ?”
მაქს ბორნმა,რაღა თქმა უნდა შესანიშნავად იცოდა თუ რა პასუხი უნდა გაეცა მისთვის და პასუხი მის გონებაში შემდეგი სახის იყო:
“- შევხედავდი საათს,რათა დამეფიქსირებინა,თუ რომელ საათზე მოხდა აღნიშნული მოვლენა.ამის შემდგომ განვსაზღვრავდი იმ თანავარსკვლავედს,საიდანაც იგი მოწყდა.დავადგენდი მისი მოძრაობის მიმართულებას.ასევე სიგრძეს მანათობელი სხივისას,რის შემდეგაც გამოვითვლიდი მის დაახლოებით ტრაექტორიას”. (ავტორი გენია.ჯი)
მიუხედავად ასეთი სრულყოფილი და ამომწურავი პასუხისა – მაქს ბორნმა კარლ შვარდშილდს სულ სხვა და მეტად ორიგინალური პასუხი გასცა:
“თუკი ცაზე ვარსკვლავის მოწყვეტის ფაქტს შევესწრებოდი,აუცილებლად ჩავიფიქრებდი რაიმე სასიამოვნო მოვლენას!”