პეტრე ბაგრატიონის შესახებ…
პეტრე ბაგრატიონი (1765-1812 წლები) – წარმოადგენდა იმ ეროვნებით ქართველ გენერალს რუსეთის არმიისა,რომელმაც სიცოცხლე ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის კეთილდღეობას შესწირა “ბოროდინოს ბრძოლაში”.თავდაპირველად იგი დიდი პატივით იქნა დაკრძალული ვლადიმირის ოლქში მდებარე სოფელ სიმში,სადაც მამიდამისი ცხოვრობდა.დაკრძალვიდან 27 წლის გასვლის შემდგომ,კერძოდ 1839 წელს,ცნობილი რუსი პოეტისა და სამამულო ომის პერიოდის პარტიზანული მოძრაობის ხელმძღვანელის – დენის დავიდოვის ინიციატივით,მისი ნეშტი სოფელ სიმიდან,ასევე დიდი პატივით იქნა გადასვენებული და დაკრძალული იმ ბოროდინოს ველზე,სადაც მიღებულმა ჭრილობამ იმსხვერპლა.კიდევ უფრო მოგვიანებით კი,1932 წელს დაუდგენელმა პირებმა პეტრე ბაგრატიონის საფლავი და იქ აღმართული ძეგლი იავარქმნეს,ნეშტი ამოიღეს და ძვლები გადაყარეს.მიუხედავად იმისა,რომ 1987 წელს აღდგენილ იქნა ძეგლი თავდაპირველი სახით,მაინც ვერავინ გაარკვია,თუ სად იქნა გადაყრილი იმ გენერლის ძვლები,რომლის შესახებაც სიცოცხლეში ნაპოლეონ ბონაპარტი ამბობდა: “ერთადერთი,რაც ჩვენი მოწინააღმდეგეების შემადგენლობაში ყურადღებას იქცევს და მაშფოთებს პეტრე ბაგრატიონიაო”.ასე გადაუხადა სამაგიერო “მადლიერმა რუსეთმა”,მათთვის თავგანწირულ ქართველ გენერალს. (ავტორი გენია.ჯი)