ეპიქარმე – “ეპიზოდი”
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,უკვე ღრმად მოხუცებული ძველბერძენი ფილოსოფოსი,პოეტი და კომედიოგრაფი – ეპიქარმე (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე),თავისივე ასაკის ხალხთან ერთად იჯდა ლესხაში.მათ შორის გამართული საუბრისას,ერთმა მათგანმა თქვა: “მე კიდევ ხუთი წელიწადი მჭირდება ცხოვრება”,მეორემ – “მე – სამი”; მესამემ კი განაცხადა: “მე – ოთხი”.მოისმინა რა ეპიქარმემ მისი მოხუცებული თანატოლების სურვილები,მათ მიმართა:
“ჩემო ძვირფასებო,რას ჩხუბობთ და დაობთ მცირედი დღეების გამო? თითოეული ჩვენგანი ხომ ბედისწერის ზღვარზე ვართ.ასე რომ,დროა,ჩვენ ყველა რაც შეიძლება სწრაფად დავადგეთ გზას და სიბერის სიმძიმეს დავაღწიოთ თავი”. (ავტორი გენია.ჯი)