“მეიერის ვერფი” – (მსოფლიოში ყველაზე დიდი ღია დოკი)
“მეიერის ვერფი” – წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ვერფს (გემების სამშენებლო ან სარემონტო საწარმო),რომელიც განლაგებულია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში მდებარე ქვემო საქსონიის ქალაქ პაპენბურგში.როგორც ისტორიულად არის ცნობილი,პირველი ვერფების აგება,კაცობრიობამ ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ-მდე 3000 წელს დაიწყო უძველეს ეგვიპტეში.მას შემდეგ ათასწლეულები გავიდა და შესაბამისად,დაიხვეწა და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გავრცელდა ვერფები,მათ შორის გერმანიაშიც. (ავტორი გენია.ჯი) “მეიერის ვერფი” დაარსებულ იქნა 1795 წელს მეიერების ოჯახის მიერ და მისი ფუნქცია განისაზღვრებოდა მცირე მოცულობის მქონე ხის გემების აგებით.1874 წლიდან კი ვერფმა დაიწყო რკინის კონსტრუქციის გემების აწყობაც.1920 წლისათვის პაპენბურგის რაიონში 20-ზე მეტი ვერფი იყო განთავსებული,რომლისგანაც დღემდე მხოლოდ ერთადერთი “Meyer Werf” შემორჩა.პაპენბერგი ჩრდილოეთის ზღვიდან 40 კილომეტრით არის დაშორებული და მასთან ქალაქს მდინარე ემსი აკავშირებს.საინტერესოა,რომ აღნიშნული ვერფი 1795 წლიდანვე გახლავთ მეიერების ოჯახის კერძო წარმოება და შესაბამისად საკუთრებაც.დღევანდელ დღეს ამ უზარმაზარ საწარმოს მეიერების გვარის მეშვიდე თაობა განაგებს.დროთა გამნმავლობაში მეიერის ვერფი,ხის მცირე მოცულობის მქონე გემების აგებიდან,გიგანტური ლაინერების აგების ცენტრად იქცა.თანამედროვე ეპოქაში “მეიერის ვერფს”,საშუალოდ სამი უზარმაზარი ხომალდის აგება ძალუძს წელიწადში.აქ მხედველობაში არ მიიღება ასეთივე უზარმაზარი მოცულობის მქონე გემების შეკეთება-რემონტი.მანამდე კი,მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,ვერფი ძლიერ იქნა დაზიანებული დაბომბვების შედეგად.თუმცა,ამას მეიერების ოჯახისათვის ხელი არ შეუშლია,კვლავაც და უფრო მეტი ძალითაც აღედგინათ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ვერფი. (ავტორი გენია.ჯი) “მეიერის ვერფს” გააჩნია უზარმაზარი დოკები,სადაც იგება და რემონტდება დრეისათვის მსოფლიოში ცნობილი ყველაზე დიდი საოკეანო ლაინერები. 2000 წლისათვის მეიერის ვერფის ტერიტორიაზე დაიწყო ახალი გიგანტური ღია მშრალი დოკის მშენებლობა,რომლის სიგრძე 384 მეტრი იყო,სიგანე 125 მეტრი,ხოლო სიმაღლე 75 მეტრი.თუმცა 2007 წელს დოკის სიგრძე 504 მეტრამდე იქნა გაზრდილი,რამაც იგი მსოფლიოში ყველაზე დიდ ღია დოკად და ნაგებობადაც აქცია.დღევანდელ დღეს ვერფის ტერიტორიაზე იგება უკანასკნელი ტექნოლოგიური მიღწევების საუკეთესო გიგანტური ხომალდები,მათ შორის იქვე აიგო – Norwegian Breakawai,რომლის ბორტზეც 4 000 ადამიანი თავსდება; Celebrity Equinox; Celebrity Silhouette და სხვა ლაინერები. 2014 წლისათვის დაგეგმილია კიდევ ერთი გიგანტური ხომალდის – Norwegian Getawai-ს აგება.”მეიერის ვერფის” სათავო ოფისი განლაგებულია ქალაქ პაპენბურგში.თავად ვერფში კი დასაქმებულია ასეულობით ადამიანი. (ავტორი გენია.ჯი)