აფორიზმები “ახალი წლის” შესახებ…
1. კაცობრიობა უკვე ერთხელ შეხვდა 2014 წელს,ოღონდ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2014 წელს.
2. კიდევ ერთი ახალი წელი – ეს ხომ საუკეთესო საჩუქარია ჩვენთვის,რომელიც ღმერთმა გვიბოძა?! (ავტორი გენია.ჯი)
3. რამდენიმე ათეული ახალი წელი,ადამიანს აბერებს.
4. თუკი თქვენ ახალ წელს ფხიზელ თოვლის ბაბუას იხილავთ,ესე იგი ის თოვლის ბაბუა კი არა – სანტა კლაუსია.
5. ახალი წელი,მხოლოდ ნამდვილ ნაძვის ხეებს არ უყვართ.
6. კლაუსოფობია – თოვლის ბაბუის შიშია.
7. ახალი წელი,ყოველთვის შუა ღამით მოდის,თუმცა ამის გამო,მას არავინ ეჩხუბება. (ავტორი გენია.ჯი)
8. რაც უფრო ახლოა ახალი წელი,მით უფრო მეტად ეჩხუბები ძველს.
9. ვისთვის ახალი წელი ახალი წლის დაბადებაა – ვისთვის კი ძველი წლის დაკრძალვა.
10. ახალი წელი! ახალი წელი! ახალი წელი! თავგამეტებით დაიყვირა ღვიძლმა.
P.S. Genia.Ge სულით და გულით გილოცავთ ახალი,2014 წლის შემობრძანებას თითოეული თქვენთაგანის ოჯახში.უფლის კურთხეული მადლი არ მოგკლებოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს!!!