მუხრან მაჭავარიანი – (უნდა გასცვითო)

უნდა გასცვითო

რამდენი ბონდი,

უნდა იტვირთო

რამდენი ლოდი,

უნდა იგუო

რამდენი ჭოტი,

უნდა იწვნიო

რამდენი შოლტი,

უნდა გასწყვიტო

რამდენი ბარდი,

უნდა ახადო

რამდენი ფარდა,

უნდა დაღვარო

რამდენი სისხლი,

უნდა ჩაყლაპო

რამდენი ზიზღი, -

კაცი

რომ

გახდე

კუთვნილის ღირსი.