ძველბერძენი ფილოსოფოსების დამსახურებები…
ფილოსოფოსები არა მხოლოდ აზროვნებით,მშვიდი ცხოვრებითა და კეთილდღეობით გამოირჩეოდნენ,არამედ ისინი სახელმწიფოზეც ზრუნავდნენ.ლოკრისში (ევბეის ყურის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე უძველესი საბერძნეთის ოლქი) საზოგადოებრივი საქმეები ძალევკოსმა მოაწესრიგა,ქარონდასმა კი ჯერ კატანეში,ხოლო კატანედან რომ გაიქცა, – რეგინში.არქიტასი ტარენტინელებისთვის იღწვოდა,სოლონი კი – ათენელებისთვის. (ავტორი გენია.ჯი) ბიასმა და თალესმა დიდი სარგებელი მოუტანეს იონიას,ქილონმა – ლაკედემელონებს,პიტაკოსმა – მიტილინელებს,კლეობულოსმა კი – როდოსელებს.ანაქსიმანდროსმა მოსახლეობა მილეტოსიდან აპოლონიაში გადაიყვანა.ქსენოფონი ჩინებული მეომარიც იყო და კიდევ უკეთესი სტრატეგოსიც კიროსის ლაშქრობაში.კიროსი თავის თანამებრძოლებთან ერთად მოკვდა,საჭირო იყო მამაცი ვინმე,რომელიც ელინებს იხსნიდა და მათ უკან სახლში დააბრუნებდა,ასეთი კი სწორედ ქსენოფონი იყო.არისტონის ვაჟმა – პლატონმა დიონი სიცილიაში დააბრუნა,გონივრული რჩევებით დიონისიოსის ტირანია დაამხობინა.ხოლო სოკრატე ათენის სახელმწიფო წყობას არ იწონებდა,მას ეს დემოკრატია მონარქიად და ტირანიად ესახებოდა.ამიტომაც მან არც ათენელთა დადგენილებას – ათი სტრატეგოსი სიკვდილით დაესაჯათ – უყარა კენჭი და არც ოცდაათთა უზნეობას დაუჭირა მხარი.მაგრამ სამშობლოსთვის ბრძოლის დრო რომ დადგა,იგი ნებაყოფლობით დადგა ჯარისკაცთა რიგებში.იბრძოდა დელიონის,ამფიპოლისის პოტიდეას მიდამოებში.არისტოტელემ კი აღადგინა თავისი სამშობლო,რომელიც,როგორც ამბობენ,მთლიანად მიწასთან იყო გასწორებული. (ავტორი გენია.ჯი) დემეტრიოს ფალერონელი ჩინებულად განაგებდფა ათენის სახელმწიფოს,ვიდრე ათენელთათვის ჩვეული შურის გამო გააძევებდნენ.ეგვიპტეში ჩასული კი იგი პტოლემაოსთან კანონმდებლობას განაგებდა.
ვინ იტყვის,რომ ფილოსოფოსი არ იყო პერიკლე,ქსანთიპოთის ძე,ეპამეინონდა პოლიმნისის ძე,ფოკიონი ფოკოსის ძე,არისტიდე ლისიმაქოსის ძე,ეფიალტეს სოფონიდესის ძე და შემდგომ კიდევ – კარნიადესი და კრიტოლაოსი,ათენელებისთვის ელჩებად რომში რომ ჩავიდნენ და ხსნა მოუტანეს მათ.ისინი ისე წარდგნენ სენატის წინაშე,რომ მათ ეს სიტყვები ათქმევინეს: “ათენელებმა ელჩობა ჩვენ დასაყოლიებლად კი არ გამოგზავნეს,არამედ იმისთვის,რომ იძულებით მათ ნებაზე დავეყოლიებინეთ”.სახელმწიფო მოღვეწეებად აღიარებდნენ ანტიგონოსის აღმზრდელს - პერსეოსისის საქმიანობასაც,ალექსანდრეს აღმზრდელი გახლდათ – არისტოტელე; ცნობილი პითაგორელი ლისისიც ეპამინონდასის აღმზრდელი იყო,ამრიგად,უმოქმედოს თუ უწოდებს ფილოსოფოსს კაცი,ეს უაზრობა და უგუნურება იქნება. (ავტორი გენია.ჯი)