ბიშოპ-როკის კუნძული – (დედამიწის ყველაზე პატარა კუნძული)
ბიშოპ-როკის კუნძული – წარმოადგენს ატლანტის ოკეანეში მდებარე სილის არქიპელაგის ერთ-ერთ კლდოვან კუნძულს,რომელიც დიდი ბრიტანეთის შემადგენლობაში შედის.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული კუნძული “გინესის რეკორდების” წიგნის ბინადარია,რადგან იგი,დედამიწაზე არსებულ სხვა კუნძულებთან შედარებით ყველაზე პატარა ფართის მქონე კუნძულია.როგორც გეოგრაფები ირწმუნებიან,ბიშოპ-როკის კუნძული ინგლისის დასავლეთ ნაწილის ყველაზე შორეული ნაწილია.კუნძულის მაქსიმალური სიგრძე 46 მეტრია,ხოლო სიგანე 16 მეტრი. 1707 წელს სილის კლდოვან არქიპელაგში მოხდა საშინელი საზღვაო კატასტროფა,რა დროსაც დაიღუპა ბრიტანული ფლოტის ესკადრონი 2000 მეზღვაურთან ერთად. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდეგ გადაწყდა,რომ ბიშოპ-როკის კუნძულზე აეგოთ საზღვაო შუკურის კოშკი.პირველი მცდელობა კუნძულზე შუქურის აგებისა 1847 წელს განხორციელდა,თუმცა ნაგებობამ 1850 წელის 5 თებერვალს განვითარებული ძლიერი ქარიშხლისაგან გამოწვეულ მასიურ ტალღებს ვერ გაუძლო და მთელი კონსტრუქცია წყალმა გაანადგურა.ამიტომ,გახდა საჭიროება ახალი (უფრო მძლავრი საშენი მასალისაგან) შუქურის აგებისა.ცნობილმა ინგლისელმა ინჟინერმა ჯეიმზ უოკერმა,შუქურას აგებიდან 4 წლის გასვლის შემდგომ,თავისი პროექტით ახალი შუქურა ააგო.იმისათვის,რომ ნაგებობა მყარი ყოფილიყო,სამშენებლო მასალად გამოიყენა 3 000 ტონა გრანიტის ბლოკი.1875 წელის 7 მაისს,კუნძულთან ახლოს კვლავ დიდი კატასტროფა მოხდა.ნავიგაციური შეცდომის გამოისობით,იალქნიანმა ხომალდმა “შილერმა” ავარია განიცადა,რასაც გემზე მყოფი 335 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა (მხოლოდ 37 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა).1881 წელს – ჯონ დუგლასის პროექტით გამაგრებულ იქნა შუქურას საძირკველი და ზოგადად ნაგებობაც.საერთო ჯამში,ბიშოპ-როკის კუნძულზე აღმართული შუქურის ასაგებად და გასამაგრებლად,მშენებლებმა 6 000 ტონა გრანიტის ბლოკი გამოიყენეს.შუქურას სიმაღლე 49 მეტრია,ხოლო მისი მოქმედების არეალი 24 საზღვაო მილზე ვრცელდება.1992 წლიდან სისტემა ავტომატიზირებული იქნა.მანამდე კი,1976 წელს კოშკის თავზე გაკეთებულ იქნა ვერტმფრენის სპეციალური დასაჯდომი მოედანი.დღესდღეობით,ბიშოპ-როკის კუნძულზე განთავსებული შუქურის კიშკი 10 სართულისაგან შედგება და მასიურად გამოიყენება საზღვაო ნავიგაციისათვის. (ავტორი გენია.ჯი)