ადელი ჰიუგო – “ადელის სინდრომის” ფუძემდებელი…

ადელი ჰიუგო – დაიბადა 1830 წლის 27 ივნისს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში.იგი წარმოადგენდა გენიალური ფრანგი მწერლის და ფრანგული რომანტიზმის თვალსაჩინო თეორიტიკოსის – ვიქტორ-მარი ჰიუგოს ქალიშვილს და ცნობილი ფრანგი კინორეჟისორის – ფრანსუა როლან ტრიუფოს,საყოველთაოდ გახმაურებული კინოფილმის – “ადელი გ-ს ისტორიის” მთავარი გმირის პროტოტიპს (მთავარი როლი ითამაშა ულამაზესმა ფრანგმა მსახიობმა ქალმა – იზაბელ აჯანიმ).როგორც ცნობილია,იგი სილამაზით გამორჩეული ნიჭიერი პიანისტი იყო,თუმცა მისი შემდგომი ფსიქოლოგიური აშლილობა ორი ფაქტორით იქნა გამოწვეული: პირველი გახლდათ – 1843 წელს,იახტაზე სეირნობისას დაღუპული უფროსი და (19 წლის) – ლეოპოლდინა,ხოლო მეორე – ინგლისელი ოფიცრისადმი უზომო,თუმცა უპასუხო სიყვარული.მას განსაკუთრებული ფსიქოლოგიური პრობლემები 26 წლის ასაკში განუვითარდა.აქვე ცნობილია ისიც,რომ ვაქტორ-მარი ჰიუგოს ძმამ – ევგენიამ,რომელსაც მედიკოსებმა დიაგნოზად – “შეძენილი იდიოტიზმი” დაუსვეს,სიცოცხლე 1837 წელს,ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) ადელი თვლიდა,რომ გარდაცვლილი და სპირიტულ კონტაქტებში ეხმარებოდა.1852 წელს,მაშინ,როდესაც ჰიუგო კუნძულ გერნსზე იქნა დევნილი,ადელიც მამასთან ერთად იმყოფებოდა.ამავე პერიოდში დაეწყო მას ღრმა დეპრესიული სიმპტომები,რამაც იგი იძულებული გახადა სამშობლოში,სამკურნალოდ დაბრუნებულიყო.1861 წელს იმოგზაურა ინგლისში,რა დროსაც გაიცნო ინგლისელი ოფიცერი – ალბერტ პინსონი.ჰიუგოს ქალიშვილს იგი იმთავითვე შეუყვარდა,რამაც,როგორც აღმოჩნდა მისი ისედაც გაუბედურებული ფსიქიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.შეუძლებელია ზუსტად ვთქვათ ის,რომ ალბერტი ნაძირალა იყო და მან შეაცდინა უმწიკვლო ადელი,თუმცა ფაქტია,რომ ალბერტისაგან განსხვავებით,ადელის სიყვარული მის მიმართ განუზომლად დიდი იყო.ადელი ჰიუგოს სიყვარულში,ვერც მისმა იშვიათმა სილამაზემ და ვერც გავლენიანი მამის სახელმა ვერ მოუტანა წარმატება.როდესაც ალბერტი კანადის ქალაქ ჰალიფაქსში იქნა გადაყვანილი,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,ადელი მშობლების დაუკითხავად ფარულად აედევნა შეყვარებულ მამაკაცს.ცნობილია ისიც,რომ ესოდენ შორეული გზისათვის საჭირო ფული,გოგონამ დედის ძვირფასი სამკაულების გაყიდვიდან მოაგროვა.ადელმა სრულიად უცხო მხარეში სამი წელიწადი იცხოვრა.ჰალიფაქსში ყოფნისას ყველას არწმუნებდა,რომ ალბერტზე იყო დანიშნული,თუმცა ეს მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფი გახლდათ.გარდა ამისა ამბობდა,რომ ალბერტისაგან შეეძინა მკვდრად შობილი ბავშვი (ამის არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი დღემდე არ არსებობს).ადელის მიერ ძმისთვის ფრანსუა-ვიქტორის მიწერილი წერილში წერდა,რომ იგი უკვე დაქორწინებული იყო  ალბერტზე.აღნიშნული ინფორმაცია,ჰიუგოს ოჯახმა გაზეთშიც კი გამოაქვეყნა.მოგვიანებით ადელი ძმას გამოუტყდა,რომ ისინი არ დაქორწინებულან,თუმცა დიდი იმედი ჰქონდა ამისი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ადელმა სპეციალურად ჰიპნოზიორებიც კი დაიქირავა,რათა მათ რაიმე გავლენა მოეხდინათ ადელისა და ალბერტის ქორწინებაზე.ფრანსუა-ვიქტორი,საკუთარ დას სთხოვდა,რომ სამშობლოში დაბრუნებულიყო,ადელი კი ამ წინადადებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.ალბერტის მიერ გაცხადებულმა ფაქტმა,ადგილობრივი მოსამართლის ქალიშვილზე დაქორწინების შესახებ,შეყვარებული ქალის ფსიქიკური და მორალური მდგომარეობის გაუარესება გამოიწვია.მან დაიქირავა ადვოკატები და მათი მეშვეობით შეადგინა სასამართლოში წარსაგზავნი განცხადება,სადაც მითითებული იყო,რომ იგი ალბერტზე იყო დაქორწინებული და ალბერტს არ გააჩნდა უფლება სხვაზე დაქორწინებულიყო.აღნიშნულმა განცხადებამ,ალბერტის ქორწინება ჩაშალა. 1866 წელს ალბერტ პინსონი გადაყვანილ იქნა კუნძულ ბარბადოსზე.რაღა თქმა უნდა მას ადელიც უჩუმრად აედევნა.კუნძულზე ცხოვრების ამსახველი პერიოდის შესახებ ცნობები მეტად მწირია. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა ცნობილია,რომ მისი ფსიქიკა შორს იდგა რაციონალური აზროვნებისაგან.იგი ყველასგან მოითხოვდა,რომ მოეხსენებინათ,როგორც “ქალბატონი პინსონი”.თვითმხილველთა გადმოცემის თანახმად,ადელი ტროპიკული კლიმატისათვის შეუფერებელი ტანისამოსით დადიოდა,დაეხეტებოდა ქუჩიდან ქუჩაზე და ბავშვები ქვების სროლით იცილებდნენ მას.სწორედ ამიტომ იყო,გენიალური ფრანგი მწერლის ქალიშვილი დღისით რომ ერიდებოდა გამოჩენას და მხოლოდ გვიან ღამით გადიოდა ქუჩაში. 1872 წელს,ადელი ჰიუგო წაყვანილ იქნა საფრანგეთში.ეს ის პერიოდია,როდესაც მისი ოჯახის წევრებიდან,ცოცხალი მხოლო მამა – ვიქტორ-მარი ჰიუგო იყო.მედიკოსებმა ადელი ფსიქიკურად შეურაცხადად სცნეს და მას მთელი დარჩენილი ცხოვრების ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარება მოუწია.ვიქტორ-მარი ჰიუგო ქალიშვილს საავადმყოფოში ხშირად სტუმრობდა,თუმცა 1885 წელს იგი გარდაიცვალა და ადელიც ყველასაგან მიტოვებული აღმოჩნდა. 1915 წლისათვის,მას ლაპარაკის უნარიც წაერთვა,თუმცა იმ უჩვეულო სილამაზის აჩრდილი,რომელიც ახალგაზრდობაში გააჩნდა,ჯერ კიდევ შემორჩენილი ჰქონდა სახეზე.სწორედ მისი “პლატონური” სიყვარული დაედო საფუძვლად – “ადელის სინდრომს”,რომელიც თავისთავში ასახავს ადამიანის არაადექვატური,ავადმყოფური სიყვარულისა და ვნების გამოხატვას საწინააღმდეგო სქესის მიმართ. ადელი ჰიუგო გრდაიცვალა 1915 წლის 21 აპრილს სიურენის კომუნაში მდებარე ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. (ავტორი გენია.ჯი)