ზაჰრა კამალფარი
ზაჰრა კამალფარი – წარმოადგენს იმ ირანელ ლტოლვილ ქალბატონს,რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი მას შემდეგ გახლდა,რაც მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტ – “შერემეტოვოს” ტერმინალში ორ შვილთან ერთად 10 თვის მანძილზე (2006 წლის მაისიდან 2007 წლის 14 მარტის ჩათვლით) საშინელ პირობებში მოუწია ცხოვრება.როგორც ზაჰრას ადვოკატისაგან – ნიგარა აზმუდეჰასაგან ვგებულობთ,2004 წლის ივლისის თვეში,ზაჰრა და მისი მეუღლე დაკავებულ იქნენ ირანის ხელისუფლების მიერ,რადგან მათ აქტიური მონაწილეობა მიიღეს ქვეყანაში,ადამიანის უფლებების დაცვისადმი მიძღვნილ საპროტესტო გამოსვლებში. 2005 წლის აპრილის თვეში,ხელისუფლებამ მას ნება დართო 2 დღით დაეტოვებინა საპყრობილე და ბავშვები მოენახულებინა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამავე პერიოდში იქნა სიკვდილით დასჯილი ზაჰრას მეუღლე.კამალფარმა როგორც კი გაიგო ინფორმაცია მეუღლის სიკვდილით დასჯის შესახებ,გადაწყვიტა,რომ თურქეთის გავლით,ბავშვებთან ერთად ქვეყანა დაეტოვებინა.საბოლოო მარშრუტად კანადა აირჩია,სადაც მისი ძმა – ნადირ კამალფარი ცხოვრობდა.იმ დროისათვის ზაჰრას ქალიშვილი – ანა 17 წლის იყო,ხოლო ვაჟი – დავითი კი 10 წლის.მას შემდეგ,რაც ირანის საზღვრები დატოვეს,ყალბი დოკუმენტების გამოყენებით გერმანიაში გადაფრინდნენ,საიდანაც კანადაში გაღწევას შეეცადნენ.კანადაშივე აპირებდა ზაჰრა პოლიტიკური მოტივებით მიეღო ლტოლვილის სტატუსი.გერმანიაში ჩაფრენის შემდეგ,საზღვარზე აღმოჩენილ იქნა,რომ მათი დოკუმენტები გაყალბებული იყო,რის შემდეგაც მოსკოვში მდებარე “შერემეტევოს” აეროპორტში გადაამისამართეს.ზაჰრამ გაერთინებული ერების ორგანიზაციას თხოვნით მიმართა,რომ მათთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ,თუმცა ინტერვიუს შემდეგ უარი ეთქვა აღნიშნულ სტატუსზე.უარის შემდეგ,დედა და შვილები გადაყვანილ იქნენ აეროპორტის ახლოს მდებარე დეპორტაციის ცენტრში,სადაც მათ ერთი წელიწადი იცხოვრეს.აღნიშნული ცენტრის დახურვის შემდგომ,ისინი გადაყვანილ იქნენ “შერემეტევოს” აეროპორტის ტრანზიტულ ზონაში,სადაც უმძიმეს პირობებში,ბეტონის იატაკზე მოუწიათ,ყველასაგან დავიწყებულებს სრული ათი თვის გატარება. 2006 წლისათვის,რუსეთის ხელისუფლება მათ დეპორტაციას ირანში უპირებდა.მაგრამ მას შემდეგ,რაც ეს ფაქტი ცნობილი გახდა ზაჰრასათვის,ქალმა ვენები გადაიჭრა.ამ მოვლენამ კი მათი დეპორტაციის შეფერხება გამოიწვია. 2006 წლის ნოემბრის თვეში,როგორც იქნა გაეროს ინიცვიატივით,ლტოლვილის სტატუსი მიენიჭათ,რის შემდეგაც კანადის ხელისუფლებამ ოფიციალურად განაცხადა,რომ ისინი – ზაჰრა კამალფარს და მის ოჯახს აძლევდნენ თავშესაფარს,სრული ფინანსური უზრუნველყოფით. 2007 წლის 14 მარტს,კამალფარების ოჯახი კანადაში გადაფრინდა და საბოლოოდ დასრულდა მათი ტანჯვა-წამება,რის.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ზაჰრა კანადაში ჩასვლისთანავე,დროებით იქნა დაპატიმრებული თვითმფრინავის სალონში სიგარეტის მოწევისათვის.თუმცა მალევე იქნა განთავისუფლებული და დღემდე შვილებთან ერთად კანადის ქალაქ ვანკურვერში ცხოვრობს. (ავტორი გენია.ჯი)