ოთარ ჭილაძე – “მშვიდობით”
რაც არ ყოფილა,ის არც იქნება,
მაგრამ რაც იყო,იქნება კვლავაც:
გზა გაიხსნება,ან შეიკვრება,
მომსვლელი მივა,წამსვლელი წავა…
მეც წავალ,ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე
ეს ფორიაქი,ამოუხსნელი.
გაუფასურდა,ჩაბარდა წარსულს,
რითაც დროს ვკლავდი და თავს ვირთობდი,
მე კი სხვაგვარად ცხოვრება არ მსურს_
კარგად იყავით.
მადლობთ.
მშვიდობით.