“ვენაციო” – (გარეულ ცხოველებზე ნადირობა)
უძველეს რომსა და კართაგენს შორის გამართული პუნიკური ომების შემდეგ,რომაელთა გამარჯვებას,”მარადიულ ქალაქში” უამრავი გარეული (მათ შორის ევროპისათვის ეგზოტიკური) ცხოველის შემოყვანა მოჰყვა.ამ მოვლენამ კი,რომაელთა ფანტაზიის შედეგად ჩამოაყალიბა პუბლიკისათვის სრულიად ახალი “გასართობი” საშუალება,რომელსაც – “ვენაციო” ეწოდა.სტყვასიტყვით – ვენაციო,”გარეულ ცხოველებზე ნადირობას” აღნიშნავს,თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ იგი გარკვეული პერიოდის მანძილზე გარეულ ცხოველებზე ნადირობაზე ბევრად მეტს წარმოადგენდა.მას შემდეგ,რაც ძვ.წ.აღ-ით 203 წელს,კართაგერნელი ჰანიბალის ლაშქარი რომაელი მხედართმთავრის – პუბლიუს კორნელიუს სციპიონ აფრიკელის მიერ იქნა დამარცხებული,დიდმა რომაელმა სარდალმა,იმისათვის რომ თავის პოლიტიკურ კარიერაში წინ გადაედგა ნაბიჯი და ხალხში პოპულარობა კიდევ უფრო განემტკიცებინა,ყველაზე გონივრული მოქმედება დაისახა მიზნად. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მოქმედება კი,რომაელი მოქალაქეების გაოცება გახლდათ.სწორედ ეს იყო უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ სციპიონმა აფრიკიდან რომში დაბრუნებისას უამრავ სიმდიდრესთან ერთად,თან წაიყოლა ისეთი ცხოველები,რომლებიც რომაელ მოქალაქეთა უმრავლებას თვალით არ ენახა,მათ შორის – ნიანგები,სპილოები,გაზელები და სხვა.სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,სციპიონმა აფრიკიდან წამოყვანილი ეგზოტიკური გარეული ცხოველები რომის მოსახლეობას რომის უდიდეს ფორუმშივე წარუდგინა.ამ მოვლენამ,დიდი რომაელი მხედართმთავრის სახელი კიდევ უფრო განადიდა ადგილობრივ მოსახლეობაში.მას შემდეგ,თუკი რომელიმე რომაელი მხედართმთავარი შორეულ რეგიონებში გამარჯვებას მოიპოვებდა,სამშობლოში თან მიჰყავდა სხვადასხვა სახეობების ცხოველები.იულიუს კეისარმა რომში ჟირაფი ჩაიყვანა და ამ ფაქტმა იმთავითვე დიდი პოპულარობა ჰპოვა,რადგან რომის ქუჩებში მანამდე არასოდეს ეხილათ ჟირაფი.ასეთმა ფაქტებმა “მარადიულ ქალაქში” უამრავ გარეულ ცხოველს მოუყარა თავი.გარეული ცხოველების მდიდარ მეპატრონეებს,საკმაოდ ძვირი უჯდებოდათ მათი შენახვა.ამიტომ დადგა საჭიროება იმისა,რომ როგორმე მათი რაოდენობა შეემცირებინათ.რაღა თქმა უნდა ისეთ მტაცებლებს,როგორებიც არის ლომი,ვეფხვი და სხვა,თავისუფლებაზე ვერ გაუშვებდნენ,რადგან ისინი მოქალაქეებს შეუქმნიდნენ დიდ პრობლემებს.სწორედ ეს გახლდათ უმთავრესი მიზეზი,იმისა,რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება არენებზე მათი გლადიატორთა წინააღმდეგ გამოყვანისა,მითუმეტეს მაშინ,როდესაც რომაელებს განსაკუთრებით იზიდავდა სისხლისმღვრელი სანახაობების ყურება არენებსა თუ საცირკო-სათეატრო წარმოდგენების დროს. ძვ.წ.აღ-ით 82 წლის შემდეგ,რაც ქვეყნის სათავეში მოექცა რომის საყოველთაოდ ცნობილი დიქტატორი – სულა,გლადიატორებისა და გარეული ცხოველების ორთაბრძოლებმა იმატა. ძვ.წ.აღ-ით 79 წელს დიდმა რომაელმა მხედართმთავარმა – გნეუს პომპეუს მაგნუსმა ორგანიზება გაუწია მანამდე არნახულ ბრძოლას გარეულ მტაცებელ ცხოველებსა და ჩრდილოეთ აფრიკელი ტომის ხალხს შორის.აღნიშნული ორთაბრძოლა წარიმართა – ცირკუს მაქსიმუსზე,რომელიც თავის მხრივ ერთ-ერთი უდიდესი სტადიონი გახლდათ უძველეს რომში.თუმცა ყველაზე დიდი პოპულარულობა “ვენეციომ”,ძვ.წ.აღ-ით 31 წლის შემდეგ მოიპოვა,რაც ქვეყნის სათავეში – გაიუს ოქტავიანე ავგუსტუსი მივიდა.მან იმდენად მასიური სახე მიიღო,რომ რომში მდებარე სხვადასხვა არენებს რეკონსტრუქციები დასჭირდა.არენებს სპეციალური დამცავი ზღუდეები შემოარტყეს,რათა გარეულ მხეცებს მაყურებლებისათვის ზიანი არ მიეყენებინათ.იმ პერიოდისათვის არენაზე – “ვენაციოს” წარმართვისათვის მონაწილეობის უფლება ორი კატეგორიის მქონე ადამიანებს შეეძლოთ: ბესტიარელებს,რომელთაც ევალებოდათ ცხოველების არენამდე მიყვანა და მათი მოვლა პატრონობა,ხოლო მეორე კატეგორიად მოიხსენებდნენ – ვენატორებს,ანუ მონადირეებს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მტაცებლებს არენაზე გასვლის წინ საკმაოდ დიდხანს აშიმშილებდნენ,რაც მათ აგრესიულობას ერთიორად ზრდიდა.ბრძოლები მიმდინარეობდა სხვადასხვა მტაცებელ ცხოველებს შორისაც.რომაულ პუბლიკას,განსაკუთრებით ხმელეთის ორი უზარმაზარი გიგანტების – სპილოებისა და მარტორქების ბრძოლა იტაცებდა.რომში ხარებთან ბრძოლაში პირველად თესალიელები ჩაერთვნენ.ცნობილია,რომ ისინი ხარებთან ბრძოლის შესანიშნავი ოსტატები იყვნენ.მოგვიანებით ხარებთან ბრძოლა სხვა ხალხებმაც ისწავლეს,თუმცა თესალიელები პირველობას ამ კუთხით,მთელი 100 წლის მანძილზე არავის უთმობდნენ.”ვენაციო” დღითიდღე იძენდა აღიარებას და იგი რომაელთა ერთ-ერთ უმთავრეს სანახაობადაც ჩამოყალიბდა,მითუმეტეს მაშინ,როდესაც გამძვინვარებული მხეცების წინაშე გლადიატორები იდგნენ.რთულია თქმა,გარეულ ცხოველებს უფრო უჭირდათ გლადიატორებთან ბრძოლა თუ პირიქით,თუმცა ფაქტია,რომ “ვენაციო” მისი მწვერვალების პიკზე იმყოფებოდა.”ვენაციოს” წინააღმდეგ გამოდიოდა უდიდესი რომაელი ფილოსოფოსი – სენეკა,თუმცა,რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს,სწორედ მისი აღზრდილი,რომის იმპერატორი – ნერონი (37-68 წლები) გახდა,ის,ვინც ამ საშინელ აქტში ჩართო სრულიად უდანაშაულო ქრისტიანები,რასაც ათასობით ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.რომის საყოველთაოდ ცნობილი “კოლიზეუმის” საზეიმოდ გახსნის დღეს (ახ.წ.აღ-ით 80 წელს),გლადიატორთა წინააღმდეგ 9 000 გარეული ცხოველი იქნა გამოყვანილი საბრძოველად,რასაც უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა გლადიატორებსა და გარეულ ცხოველებს შორის.ზოგიერთი წყაროს ცნობით არენაზე გასულთაგან ნახევარი დაიღუპა,ხოლო უამრავი დასახიჩრდა.მოგვიანებით არენებზე მტაცებლებს,ქვეყნის ხელისუფალნი,არა მარტო ქრისტიანებს,არამედ მსჯავრდებულებს და ურჩ მონებსაც აგლეჯინებდნენ.რომში ქრისტიანობის გავრცელებამ,”ვენაციოს” პოპულარობა დაუკარგა და იგი ისეთი ინტენსივობით აღარ იმართებოდა.საბოლოოდ კი საერთოდ იქნა შეწყვეტილი და გაუქმებული. (ავტორი გენია.ჯი)