ირავადის დელფინი
ირავადის დელფინი – წარმოადგენს დელფინისებრნთა ოჯახის უიშვიათეს წყლის ძუძუმწოვარს,Orcaella-ს სახეობისა.ცნობილია ის გარემოება,რომ აღნიშნული სახეობის დელფინს,ბირმაში მდებარე მდინარე – “ირავადის” სახელი აქვს მინიჭებული და როგორც სპეციალისტთა ერთი ნაწილი ვარაუდობს,თანამედროვე პერიოდში მხოლოდ ის არის ერთადერთი ადგილი,სადაც ისინი ბინადრობენ. (ავტორი გენია.ჯი) სხვა წყაროს ცნობით კი,მათი გავრცელების არეალს წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის სანაპიროები,ბენგალიის ყურიდან ავსტრალიის ჩრდილოეთის წყლების ჩათვლით.ირავადის დელფინები მხოლოდ მტკნარი წყლის მოყვარულები არ გახლავან და ხშირად გადიან ზღვებსა და ოკეანეებში.განსაკუთრებით ეტანებიან მდინარის დელტას.აღნიშნული სახეობის დელფინი,სხვა თანამოძმეებისაგან განსხვავდებიან მოქნილი კისრით,ნისკარტით და ზოგადად თავის ფორმის მოყვანილობით.თავი ამოზნექილი ფორმის აქვთ.შუბლი კი პირზე ფართო.შეიცავენ სამკუთხა ფორმის ფარფლებს.ცურავენ ძალიან ნელა.გააჩნიათ ერთ სანტიმეტრამდე სიგრძის წვრილი და ბასრი კბილები.ძირითადი შეფერილობა ნაცრისფერ-მოლურჯო აქვთ.სიგრძით 1,46 სანტიმეტრიდან – 2,75 სანტიმეტრამდე იზრდებიან,ხოლო წონით 114-დან 145 კილოგრამამდე.ირავადის დელფინები ცხოვრობენ 3-6 ეგზემპლარისაგან შემდგარი ჯგუფებად.იმისათვის რომ ჰაერი ჩაისუნთქონ,მხოლოდ თავს წევენ წყლიდან.საოცარია,თუმცა ფაქტია,რომ ირავადის დელფინები უდიდეს სამსახურს უწევენ ბირმელ მეთევზეებს,რადაგანაც სწორედ ისინი ერეკებიან მეთევზეების ბადეებისკენ თევზებს. (ავტორი გენია.ჯი)