კანასის ტბა
კანასის ტბა – მდებარეობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არსებულ სინძიანის ავტონომიურ რაიონში,კერძოდ ალტაის მთებში,ზღვის დონიდან 1 340 მეტრ სიმაღლეზე.იგი ყაზახეთისა და რუსეთის საზღვრებიდან 30 კილომეტრის მოშორებით არის განთავსებული.ტბის საერთო ფართობი 44,78 კვადრატულ კილომეტრს მოიცავს.მაქსიმალური სიღრმე 188,5 მეტრია.მისი ძირითადი მასაზრდოებელი წყაროა ალტაის უმსხვილესი ყინულოვანი მასივი,რომელიც ტავან-ბოგდო-ულას რაიონში მდებარეობს.თავად ტბისაგან კი გაედინება მდინარე – კანასი.კანასის ტბა და მისი მიმდებარე ტერიტორიები ნაკრძალს წარმოადგენს.სანაპიროები გარშემორტყმულია უნიკალური ჯიშის მცენარეებით,კერძოდ 798 სახეობის მცენარით. (ავტორი გენია.ჯი) გარდა ამისა ტბის სანაპიროებზე გავრცელებულია 39 სახეობის ცხოველი და 117 სახეობის ფრინველი.ტბის წყალში ბინადრობს 4 სახეობის ამფიბია,7 სახეობის თევზი და 300 სახეობის ქვეწარმავალი.კანასის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს ტუვინების დასახლება – დენგელეკი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ 1985 წელს,ადგილობრივი უნივერსიტეტის ჩინელ სტუდენტთა ჯგუფის განცხადებით,ტბის ტერიტორიაზე იხილეს უზარმაზარი მოცულობის მქონე ცოცხალი არსება.ამ ამბიდან მალევე გავრცელდა ცნობა,რომ ტბის ტერიტორიაზე რეგულარულად უჩინარდებოდნენ სხვადასხვა სახეობის ფრინველები და ცხოველები,თუმცა მიზეზი დადგენილ ვერ იქნა. 1990-იან წლებში – კანასის ტბის შესახებ უცნაური ინფორმაციები დავიწყებას მიეცა,მაგრამ დროებით,რადგან 2011 წელს რამდენიმე თვითმხილველის ცნობის თანახმად მონსტრი კვლავ გამოჩნდა.ამ შემთხვევაში,ისევე როგორც ადრეულ შემთხვევებში,აღნიშნული ფაქტის რაიმე დამადასტურებელი მონაცემები არ აღმოჩენილა და ცნობა ტბაში არსებული მონსტრის შესახებ კვლავაც ლეგენდად დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)