“სამუდამო პატიმრობა მისჯილი ლაბრადორი – პენი”
რაოდენ გასაოცარი და პარადოქსულიც არ უნდა იყოს,შავი ფერის ლაბრადორის ძაღლი,სახელად – პენი,1920-იან წლებში გასამართლებულ იქნა პენსილვანიის შტატის გუბერნატორის კატის მკვლელობისათვის.სასამართლომ მას “სამუდამო პატიმრობა” მიუსაჯა,განაჩენის გასაჩივრების,გადახედვისა და შეწყალების გარეშე.იმ პერიოდის პრესის მონაცემების თანახმად,აღნიშნული ისტორიის შემდეგ,ლაბრადორს მოიხსენიებდნენ,როგორც – “კატების მკვლელი”. (ავტორი გენია.ჯი) ამ საოცარ ისტორიაში საინტერესოა,რომ პენს სრულიად უსამართლოდ მიუსაჯეს ესოდენ დაუნდობელი სასჯელი,რადგან მას პენსილვანიის შტატის გუბერნატორის ცოლის საყვარელი კატა არ მოუკლავს.თუმცა-კი დააზიანა მათ სახლში არსებული ბალიში.კატის მკვლელობა გუბერნატორის მხრიდან მხოლოდ გამოგონილი ფიქცია გახლდათ.მოგვიანებით გუბერნატორის ვაჟი იხსენებდა,რომ მამის სახელზე სახლში,ათასობით წერილი მოდიოდა,სადაც მოქალაქეები,მისგან პენის განთავისუფლებას ითხოვდნენ.ეს კი მას შემდეგ უფრო აქტუალური გახდა,რაც ადგილობრივ გაზეთში გამოქვეყნდა პენის სურათი,სადაც ლაბრადორის მკერდზე გამოსახული იყო,”პატიმრის” პირადი ნომერი.აღსანიშნავია ისიც,რომ ლაბრადორის ძაღლი,გუბერნატორს მისი ცოლის – კორნელიუს ბრაის პინჩოტის ნათესავმა აჩუქა,მაშინ,როდესაც იგი პირველ საგუბერნატორო უფლება-მოვალეობას ასრულებდა 1923-1927 წლებში. 1924 წელს პენმა,ბალიში დააზიანა.სწორედ ამის შემდგომ გადაწყვიტა გუბერნატორმა პინჩოტმა,თავის ურჩ ძაღლს პენიტენციალური სისტემის კურსი გაევლო მენის შტატში მდებარე ციხეში.განაჩენის გამოტანის შემდგომ,იგი მართლაც მენის შტატში მდებარე ციხეში განამწესეს.მან იმთვითვე უდიდესი სიყვარული დაიმსახურა არა მარტო ციხის ადმინისტრაციის მხრიდან,არამედ პატიმართა მხრიდანაც.მენის შტატის ციხეში ერთ-ერთი ვიზიტისას,ლაბრადორის ყოფილი მეპატრონე – გუბერნატორი,რომლის გამოისობითაც “უდანაშაულო პენი” სამუდამოდ იქნა გამოკეტილი ციხეში,გაოგნებული დარჩა მაშინ,როდესაც ადმინისტრაციამ მოახსენა,რომ პენი პატიმრებისათვის ერთ-ერთ საუკეთესო თერაპიას წარმოადგენს და მსჯავრებულების რეაბილიტაციაშიც დიდ დახმარებას გვიწევსო.რამდენიმე წელიწადი,პენი პატიმრებთან ერთად ცხოვრობდა. 1929 წელს გრეითფორდში ახალი ციხე გაიხსნა,რომელიც ძველი ციხიდან 90 კილომეტრის მოშორებით მდებარეობდა.სრულიად უსამართლოდ სამუდამო პატიმრობა მისჯილი ლაბრადორი – პენი,ახალ ციხეში იქნა გადაყვანილი,სადაც დაიღუპა კიდეც.სიკვდილის შემდგომ იგი დაკრძალულ იქნა გრეითფორდის ციხის ტერიტორიაზე,თუმცა მის მიმართ გამოტანილი განაჩენი და ზოგადად ისტორია,კვლავაც არ კარგავს აქტუალურობას საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი)