მსოფლიოს წამყვანი პრესის შესახებ – (ნაწილი I)
Bild – (სიტყვასიტყვით ითარგმნება,როგორც – სურათი,გამოსახულება) – წარმოადგენს ერთ-ერთ უდიდეს და გავლენიან გერმანულ ყოველდღიურ ილუსტრირებულ გაზეთ-ტაბლოიდს.მას გერმანიაში “ბულვარულ” და ხშირად “ყვითელ პრესადაც” მოიხსენიებენ.აღნიშნული გაზეთი პირველად გამოცემულ იქნა 1952 წლის 24 ივნისს,455 000-ანი ტირაჟით.გაზეთის სტილი შემუშავებულ იქნა ცნობილი გერმანელი ჟურნალისტის – აქსელ შპრინგერის მიერ,ინგლისური “ბულვარული პრესის” ნიმუშების მიხედვით. (ავტორი გენია.ჯი) დღესდღეობით Bild-ს ყოველდღიურად 12,1 მილიონი ადამიანი კითხულობს (აქ მხედველობაში არ მიიღება გაზეთის ელექტრონული ვერსიები).მასში გამოქვეყნებული პირველი სტატია გახლდათ – “საზღვარი,ჰელმშტდეტთან გარანტირებულია!” (მხედველობაში გახლდათ გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა).თავდაპირველად გაზეთი უფასოდ რიგდებოდა და ვრცელდებოდა მოსახლეობაში.შემდგომ მისი ფასი 10 პფენინგი იყო,ხოლო დღესდღეობით 0,70 ევრო-ცენტს შეადგენს.გაზეთის საიტი გახლავთ – www.bild.de
Daily Mail – წარმოადგენს მასობრივ ყოველდღიურ ინგლისურ გაზეთ-ტაბლოიდს,რომელიც დიდი პოპულარობითა და გავლენით სარგებლობს მოსახლეობაში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ სწორედ აღნიშნული გაზეთი გახლდათ პირველი ბრიტანული გაზეთი,რომელიც განკუთვნილი გახლდათ საშუალო ფენის მოსახლეობისათვის.იგი პირველად გამოიცა 1896 წლის 4 მაისს და დღესდღეობით,ტირაჟის მიხედვით (2 047 206 ეგზემპლარი) მეორე გამოცემაა The Sun-ის შემდეგ დიდ ბრიტანეთში.გარდა ამისა სწორედ Daily Mail გახდა ის გაზეთი,რომელიც პირველად ისტორიაში,ერთ დღეში მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა.1975 წლიდან,იგი გამოიცემა კომფაქტური ფორმატით.საინტერესოა ისიც,რომ აღნიშნულ გაზეთის მკითხველთა 50%-ზე მეტი სუსტი სქესის წარმომადგენელია.ჩვენთვის კი ნიშანდობლივია ის ფაქტი,რომ Daily Mail განსაკუთრებული კრიტიკით გამოირჩა დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიმართ,რომელმაც აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა და მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთი,2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს.გარდა ამისა,დაგმო რუსეთის ქმედებები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გამო.დღესდღეობით გაზეთის მფლობელი გახლავთ – “Daily Mail and General Trust.ხოლო გაზეთის საიტი კი გახლავთ – http://www.dailymail.co.uk (ავტორი გენია.ჯი)
El Mundo – წარმოადგენს ესპანეთში გამომავალ ერთ-ერთ ყველაზე წაკითხვად და ავტორიტეულ ყოველდღიურ გაზეთ-ტაბლოიდს.იგი პირველად გამოცემულ იქნა 1989 წლის 23 ოქტომბერს.მისი დამაარსებლები გახლავთ – ალფონსო დე სალასი,ბალბინო ფრაგა,ხუან გონსალესი და პედრო რამირესი,რომელიც თავის მხრივ დაარსების დღიდან რედაქტორობს მას.გაზეთის სარედაქტორო პოლიტიკა მემარჯვენე-ცენტრისტულ და ლიბერალურ ღირებულებებზეა დამყარებული.იგი მკვეთრად აკრიტიკებს ესპანეთში მოქმედ სოციალისტურ პარტიას და რეგიონალურ ნაციონალისტებს. El Mundo-ს მთავარი ოფისი ქვეყნის დედაქალაქ მადრიდშია განთავსებული,თუმცა სააგენტოები მრავალ ესპანურ პროვინციაშია განლაგებული (ვალენსია,ანდალუსია,კასტილია და სხვა).აღნიშნული გაზეთი,იტალიური საგამომცემლო კომპანიის RCS Media Gruop-ის შვილობილი კომპანიის Unitad Editorial S.L.-ის მფლობელობაშია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი ესპანეთში გამომავალ გაზეთებს შორის,ტირაჟით 330 000 ეგზემპლარი,El Pais-ის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.მისი თითოეული ეგზემპლარის ფასი 1,2 ევროს შეადგენს.გაზეთის საიტის სახელწოდებაა – elmundo.es (ავტორი გენია.ჯი)