ილია ჭავჭავაძე წერდა…
“მეთვრამეტე საუკუნის ვაი-ვაგლახმა და მეცხრამეტის პირველ წლების წეწვა-გლეჯამ ჩვენი ერი მოჰღალა,ქანცი გაუწყვიტა,თავის-თავის იმედი დააკარგვინა.როცა შემთხვევა მიეცა,თავი თითქოს მოსვენებას მისცა: გაუყუჩდა, და თითქმის ხმა-ამოუღებლივ დაემორჩილა ახლად მოვლენილს ბედსა და გარემოებას.თუ დააკვირდება კაცი იმ საშინელ გარემოებათა,რომელთაც აბეზარს მოიყვანეს ჩვენი ერი,უამისოდაც ილაჯ-გაწყვეტილი წინაურ ამბოხებისაგან ცალკე, და ცალკე გარეულ მტერთა ზედმოსევისა,ხოცვისა და რბევა-აკლებისაგან,ის არა გვგონია ისე გაკადნიერდეს,რომ ამ წყურვილს დასვენებისას უკიჟინოს.ხანგრძლივ შფოთებს შემდეგ სვენება უპრიანია,როგორც ცალკე კაცისათვის,ისეც მთელი ერისათვის.ამას ბუნება ითხოვს”. (ავტორი გენია.ჯი)