მუხრან მაჭავარიანი – (კაცისა,ძმაო,გასაჭირი არ იცის კაცმა)
კაცისა,ძმაო,გასაჭირი არ იცის კაცმა:
ატყუებს ხოლმე
ხან სახელი,
ხან თმა,
ხან ჩაცმა.
***
მე რომ დღე მადგას
(არ მახსოვდეს,რაც მახსოვს ნეტა)!_
გამჩენმა ის დღე,
მტერს, _ მოსისხლეს აშოროს ჩემსას.
***
კაცისა,ძმაო,გასაჭირი არ იცის კაცმა,
და,რომ იცოდე,
რომ იცოდეს,_
საჭირო არც არს!