ალფონსო XIII-ეს მიმართვა “ესპანელ ერს”…
ესპანეთის მეფე ბურბონთა დინასტიიდან - ალფონსო XIII (1886-1941 წლები),რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში პრიმო დე რივერას დიქტატორული რეჟიმის დამყარებას,ხალხის რისხვა დაიმსახურა,რის შედეგადაც 1931 წლის 12 აპრილს მუნიციპალურ არჩევნებზე საკუთარი ერი მეფისა და დიქტატურის წინააღმდეგ გამოვიდა.მეფემ ყოველგვარი ზედმეტი ხმაურის გარეშე დატოვა სამშობლო და გზა გაუხსნა ესპანეთში რესპუბლიკის დამყარებას.თავად კი წასვლის წინ ესპანელი ერის მიმართ გააკეთა ოფიციალური განცადება,რომელშიც ეწერა:
“კვირას ჩატარებულმა არჩევნებმა მაჩვენა,რომ მე აღარ ვსარგებლობ ჩემი ხალხის სიყვარულით… მეფე შეიძლება ცდებოდეს და მე,უეჭველია ზოგჯერ ვუშვებდი შეცდომებს… მე ვარ მეფე ყოველთა ესპანელთა და თავადაც ესპანელი ვარ.მე შემეძლო,აურაცხელი ქმედითი საშუალება მეპოვა ჩემი მეფური პრეროგატივების შესანარჩუნებლად,რათა მომეგერიებინა მათზე ხელმყოფელთა თავდასხმები,მაგრამ მე გადაჭრით მინდა თავიდან ავიცდინო ნებისმიერი ქმედება,რომელმაც შეიძლება,ერთმანეთს დაუპირისპიროს თანამემამულენი და გამოიწვიოს ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი.მე უარს არ ვამბობ არც ერთ ჩემს უფლებაზე… მაგრამ ვემორჩილები რა ნებას ერისა,შეგნებულად ვწყვეტ ჩემს სამეფო ვალდებულებათა აღსრულებას და ვტოვებ ესპანეთს”. (ავტორი გენია.ჯი)