პეტერ პაულ რუბენსი – “ტრანკვინიუსი და ლუკრეცია”
“ტრანკვინიუსი და ლუკრეცია” – წარმოადგენს გენიალური ფლამანდელი მხატვრისა და ბაროკოს ეპოქის დიდებული წარმომადგენლის – პეტერ პაულ რუბენსის (1577-1640 წლები) მიერ,1609-1611 წლებში ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებულ შედევრ-სურათს.ტილოს სიმაღლე 187 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 214 სანტიმეტრი.მასზე ასახული სიუჟეტი უძველესი რომის ისტორიიდან არის აღებული.რომაელი ქალი – ლუკრეცია,რომელიც გადმოცემის თანახმად ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით VI საუკუნეში ცხოვრობდა,გამოირჩეოდა თავისი უნიკალური სილამაზითა და კეთილშობილებით.იგი წარმოადგენდა რომაელი პოლიტიკური მოღვაწის (კონსულის) – სპურიუს ლუკრეციუს ტრიციპიტინუსის ქალიშვილსა და უძველესი რომის ერთ-ერთი პირველი კონსულის – ლუციუს ტარკვინიუს კოლატინუსის მეუღლეს.ლუკრეციას სახე,ერთობ პოპულარული გახლდათ აღორძინებისა და ბაროკოს ეპოქების ხელოვნებაში.გარდა ლუკრეციასი,სურათზე ასახულია რომის მეფის – ტარკვინიუს ამაყის უმცროსი ვაჟი – სექსტუს ტარკვინიუსი,რომელიც ცდილობს ხელიდან გამოგლიჯოს ლუკრეციას გადასაფარებლის ბოლო ნაწილიც.წყვილის ზემოთ ნაწილზე გამოსახულია ამური,რომელიც აშუქებს მათ.ტარკვინიუსის ზურგს უკან კი საშინელი შესახედაობის მოხუცი დგას გველის თმებით,ისევე,როგორც – ფურიას შემთხვევაში. (ავტორი გენია.ჯი) როგორც სპეციალისტები ირწმუნებიან,აღნიშნული ტილოს დახატვას ბიძგი მისცა გენიალური იტალიელი მხატვრის – ტიციანო ვეჩელის ამავე სახელწოდების მქონე სურათმა,რომელიც რუბენსმა მადრიდში ყოფნის დროს (1603 წელი) ალკასარის სამეფო სასახლეში იხილა. და მათივე მოსაზრებით,სწორედ ეს არის უმთავრესი მიზეზი იმისა,რომ ორივე სურათი სიუჟეტით ძალიან რომ ჰგვანან ერთმანეთს.თუმცა ფლამადრიელმა მხატვარმა თავისი ინტერპრეტირება მაინც შეიტანა მასში.აღნიშნული ტილო რუბენსის მიერ იტალიიდან დაბრუნების შემდგომ დაიხატა და იმთავითვე უდიდესი მოწონება დაიმსახურა მნახველში.იგი სხვადასხვა პერიოდების განმავლობაში იმყოფებოდა რიგი მეფეების,პრინცებისა და არისტოკრატების მფლობელობაში.თუმცა ტილოს პირველი მყიდველი (მფლობელი) გახლდათ,ცნობილი ანტვერპენელი კოლექციონერი და ვაჭარი – არნოლდ რულდენი,რომელიც თავის მხრივ რუბენსის შორეული ნათესავი და მეგობარი გახლდათ. 1769 წელს,”ტრანკვინიუსი და ლუკრეცია” შესყიდულ იქნა პრუსიის მეფის – ფრიდრიხ ვილჰელმ II-ეს მიერ. (ავტორი გენია.ჯი) რის შემდეგაც დაცული იყო პოტსდამში მდებარე სან-სუსის სასახლეში.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ 1945 წელს,რუბენსის მიერ შექმნილი შედევრი,მესამე რაიხის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის და პროპაგანდის რაიხმინისტრის – პაულ იოზეფ გებელსის ბერლინის სასახლიდან გატანილ იქნა.იგი საბჭოთა კავშირში,საკუთარ სახლში იქნა წაღებული,საბჭოთა არმიის პოდპოლკოვნიკის – დოროფეევის მიერ. 1999 წელს,დოროფეევის ოჯახმა სურათი ანონიმ კოლექციონერს მიჰყიდა. 2003 წელს კი ტილოს მფლობელი გახდა რუსი მეწარმე – ვლადიმერ ლოგვინენკო.იმის გამო,რომ სურათი წლების მანძილზე არასათანადო პირობებში იყო დაცული,რესტავრირებას ექვემდებარებოდა და 2004 წელს ერმიტაჟის სამეცნიერო-სარესტავრაციო ლაბორატორიაში იქნა გადატანილი,რის შემდეგაც სურათს დაუბრუნდა პირვანდელი სახე.დღესდღეობით,პეტერ პაულ რუბენსის შედევრი-ტილო “ტრანკვინიუსი და ლუკრეცია” დაცული გახლავთ სანკტ-პეტერბურგში მდებარე “ერმიტაჟის” უნიკალურ მუზეუმში,თუმცა აქვე უნდა ავღნიშნოთ,რომ მისი რეალური მფლობელი კვლავაც ვლადიმერ ლოგვინენკოა. (ავტორი გენია.ჯი)