“ლუდოვიზის არესი”

“ლუდოვიზის არესი” – წარმოადგენს ძველბერძნული მითოლოგიის ომის ღმერთის,ჯერ კიდევ ახალგაზრდა – არესის,მარმარილოსაგან დამზადებულ უნიკალურ ქანდაკებას.მის ფეხებთან კი,გამოსახულია მოთამაშე ბავშვი – ეროსი,რომელიც იმავე მითოლოგიის მიხედვით სიყვარულის ღმერთს განასახიერებდა.აღნიშნული ქანდაკება აღმოჩენილ იქნა 1622 წელს ერთ-ერთი მშენებლობის დროს,რომში მდებარე მარსის ველზე,სადაც ოდესღაც აღმართული იყო – არესის ტაძარი.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,ქანდაკება უძველესი ბერძენი ოსტატების მიერ შესრულებული ორიგინალის ასლს უნდა წარმოადგენდეს. (ავტორი გენია.ჯი) ზემოაღნიშნული ორიგინალის სავარაუდო ავტორებად კი მიჩნეულნი არიან,ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნის გენიალური ძველბერძენი მოქანდაკეები – ლისიპე და სკოპასი.თავად “ლუდოვიზის არესი” კი თარიღდება ეგრეთ წოდებული “კეთილი იმპერატორების” (ხუთი კარგი იმპერატორი) ეპოქის პერიოდით,რომელიც ისტორიულად 96-180 წლების პერიოდს მოიცავს.რომის პაპის გრიგოლ XV-ეს ნათესავმა და კარდინალმა – ლუდოვიკო ლუდოვიზიმ,რომელიც დიდ თაყვანისმცემელს წარმოადგენდა უძველესი ხელოვნების ნიმუშებისა,ქანდაკება თავის “ლუდოვიზი ვილაზე” გადაიტანა.სწორედ ამ პერიოდიდან ეწოდა მას – “ლუდოვიზის არესი”. XVII-XVIII საუკუნეებში,აღნიშნულ ქანდაკებას განსაკუთრებულ აღფრთოვანებაში მოჰყავდა ხელოვნების მოყვარულები.დიდი გერმანელი ხელოვნებათმცოდნე – იოჰან იოაჰიმ ვინკელმანი აღიარებდა,რომ იგი გახლდათ ყველაზე საუკეთესო არესის ქანდაკება,რომელიც კაცობრიობას ანტიკური ხანის შემდეგ აღმოუჩენია. 1901 წელს,”ლუდოვიზის არესი” იტალიის სახელმწიფოს მიერ იქნა შეყიდული და მას შემდეგ დაცულია რომის ეროვნულ მუზეუმში მდებარე – პალაცო ალტემპსში. (ავტორი გენია.ჯი)