მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიიდან…
1. “ძირეული სიბრძნე ისაა,რომ მხოლოდ სიმარტოვის უფსკრულიდან შეგიძლია მიაწვდინო ხმა სხვას. და თუ დააკვირდებით მისტიკოსთა ტექსტებს,წმინდა მამების ტექსტებს და ასე შემდგეგ,ყველგან ამოიკითხავთ ამ აზრს.თუ ჩავარდი უფსკრულში სიმარტოვისა,იქიდან მისწვდები სხვას,ვინც შენსავით თავისი სიმარტოვის უფსკრულში აღმოჩნდა.ერთი სიღრმე მეორე სიღრმეს ეხმაურება”.
2. “აზროვნებას,როგორც ისტორიისა და საზოგადოებრივი ცხოვრების ელემენტს,გააჩნია კანონი,რომელსაც მე ასე გამოვთქვამდი: ისტორია,აზროვნება რაღაც ისეთია,რისი დაწყებაც შეუძლებელია.ეს ძნელი გასაგებია,მაგრამ პრაქტიკულად,აქსიომაა,რომელიც საფუძვლად უდევს აზრს,ცნობიერებას,ისტორიას.შენ არ შეგიძლია აქ მოინდომო და დაიწყო აზროვნება,თუ უკვე არ აზროვნებ,ანუ არ ხარ იმ განზომილებაში,ანუ ტრადიციაში,რომელშიც აზროვნების აქტი სრულდება”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “როცა ჩვენ ვხედავთ აზრს,ეს ნიშნავს მხოლოდ იმას,რომ აზრი ხედავს საკუთარ თავს, და იმაში,რასიც ჩვენ ვხედავთ აზრს,არავითარი აზრი არ არის.აზრი შეიძლება იყოს ან არ იყოს და მისი წინასწარ გამოყვანა სხვა რაღაციდან შეუძლებელია ისევე,როგორც ცნობიერებისა,ინდივიდისა.თუ აზრი არის,ის არის თვითონ აზრი და არა ის,რაშიც აზრი არის”.
4. “ჩვენ ვაზროვნებთ და ვმოქმედებთ იმის მიხედვით,რაც სიმყუდროვეს შეგვინარჩუნებს და გადაგვარჩენს ზღვრულ სიტუაციას,ესე იგი სიტუაციას,რომელშიც რეალობის დანახვა უნდა გავბედოთ.რეალობა კი ყოველთვის სიკვდილის ენაზე გველაპარაკება”.
5. “ადამიანს თავისი მდგომარეობა – რამდენადაც იგი ადამიანია,ესე იგი ემპირიული არსებაა, – აყენებს სიტუაციაში,სადაც იგი აწყდება იმას,რასაც შეიძლება დაერქვას მსოფლიოს ან ბედის ტრიალი”.
6. “ადამიანი ყოველთვის უნდა ესწრაფვოდეს,მოხვდეს იმ წერტილში,სადაც ფლობს იმას,რაც აქვს, და შეძლებს იმის გაკეთებას,რაც უნდა”.
7. “ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა,თუ რა ადგილი უჭირავს მას სინამდვილეში”.
8. “ლიტერატურა არის საშუალება,განაგრძო შენი განცდა,რომელმაც მიაღწია ბუნებრივ საზღვარს,როგორც ემპირიულმა განცდამ, და იმის იქით წასვლა აღარ შეუძლია.ლიტერატურული სიტყვა ეხმარება განცდას,წინ წაიწიოს,განვითარდეს”.
9. “რელიგიური ენა რომ გასაგები იყოს,ყველა მორწმუნე ყველაფერს გაიგებდა,მაგრამ სამწუხაროდ,კაცი შეიძლება ეკლესიაში დადიოდეს,ქადაგებას ისმენდეს,მაგრამ რელიგიური ენის თავისებურების გამო მას მაინც ვერ იგებდეს”.
10. “ნამდვილი წერა კი არის ისეთი წერა,რომლითაც და რომლის შიგნითაც რაღაც ხდება.კერძოდ,ხდება ჩემ მიერ რაღაცის გაგება,დანახვა”. (ავტორი გენია.ჯი)