ზვიად გამსახურდიას ნააზრევი…
1. “დინების მიმართულებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან!”
2. “მოყვასისათვის თავგანწირვაშია ქართული ისტორიის პათოსი და როდესაც დაუკვირდები: რამ მოიყვანა ქართველი ერი დღემდის,რამ გადაარჩინა ისტორიის შემზარავ ქარტეხილებში,რწმუნდები,რომ მხოლოდ და მხოლოდ ამ თავისებურებამ”. (ავტორი გენია.ჯი)
3. “ადამიანში ადამიანი სწორედ იქ იწყება,სადაც თავდება მისი მსგავსება ცხოველთან.ადამიანზე მხოლოდ გარეგანი,ზედაპირული დაკვირვების შედეგია ის აზრი,რომ იგი ცხოველის ერთ-ერთი სახეობაა (თუნდაც უმაღლესი).საკმარისია ღრმად და შინაგანად დავუკვირდეთ ადამიანს, და იგი წარმოდგება ჩვენ წინაშე,როგორც ენიგმა,როგორც გამოცანა”.
4. “ადამიანური არსება იდუმალებითაა მოცული”.
5. “ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან,იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას”.
6. “ნამდვილი ლიტერატურა,რომელიც უარზეა ძმურად მიაბიჯებდეს მეცნიერებასთან და ფილოსოფიათან ერთად,კაცთამკვლელი და თვისმკვლელი ლიტერატურაა”.
7. “მითის სამყარო მრავალთათვის ხელოვნური,ცხოვრებისეულ რეალობას მოწყვეტილი სამყაროა… სინამდვილეში მითოლოგიაში მოცემულია კოსმიური და ადამიანური ყოფის არქეტიპული მოდელები.სწორად გაშიფრული მითი ადამიანური ცხოვრების მრავალ საიდუმლოს ხდის ფარდას”.
8. “ლიტერატურისმცოდნეობაც მეცნიერებაა უფრო ფართო გაგებით,იგი ჰუმანიტარული მეცნიერებაა.მას არამც და არამც არ უნდა შევადაროთ ბუნების მეცნიერებანი,რომელთაც საქმე აქვთ გრძნობად მოცემულობასთან.ბუნების კანონებთან,მექანიკურ მიზეზ-შედეგობრიობასთან,სადაც პიროვნების როლი,მისი შემოქმედებითი ინიციატივა მეორე პლანზეა”.
9. “ლიტერატურისმცოდნეობას ბუნებასთან და მატერიასთან როდი აქვს საქმე,არამედ ადამიანის სულის შემოქმედების ნამოღვაწართან,იმ ცხოველმყოფ იდეებთან,რომელნიც შობენ ლიტერატურას.აქ კი უმთავრესია პიროვნების როლი,მისი შემოქმედებითი ინიციატივა”.
10. “ქართველი ერის გზა – ქრისტეს გზაა.ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდუვალი აღდგომისა!” (ავტორი გენია.ჯი)