ადოლფ ჰიტლერი ამბობდა…

1. “სწორედ იმისათვის,რომ შევინარჩუნოთ მოსახლეობის განწყობილება,გვჭირდება თეატრალური წარმოდგენები”.

2. “პარიზი ხომ ლამაზია? ბერლინი პარიზზე გაცილებით უფრო ლამაზი უნდა გახდეს! ადრე ბევრჯერ მიფიქრია,რომ პარიზი დამენგრია; მაგრამ ბერლინს როცა გავაშენებთ,მისი სილამაზე პარიზსაც დაჩრდილავს; მაშ,რაღატომ უნდა დავანგრიოთ?” (ავტორი გენია.ჯი)

3. “წარმოუდგენელი ამბავია! მე წინ გადმოგდებული მუცლით ვიარო! ეს ხომ პოლიტიკურად გამანადგურებელი იქნებოდა!”

4. “ერთი სული მაქვს,რაც შეიძლება სწრაფად დავკიდო ნაცრისფერი მუნდირი საკიდზე.როდესაც ომს გამარჯვებით დავამთავრებთ,შევძლებ საკუთარ თავს ვუთხრა,რომ ჩემი მისია შევასრულე,დავუბრუნდები ჩემს ნავთსაყუდელს – ძველ საცხოვრებელ ადგილს დუნაისპირა ლინცზე.აი,მერე კი ჩემმა მემკვიდრემ აგვაროს პრობლემები”.

5. “ფრანც ლისტის “პრელუდიის” მელოდიას უახლოეს ხანში ხშირად გაიგონებთ,რადგან ეს იქნება რუსეთზე ჩვენი გამარჯვების ნიშანი”.

6. “განა,ჩვენ დაინტერესებული ვართ სულიერად ჯანსაღი ფრანგი ხალხით?! მაშ,მივცეთ მათ გადაგვარების საშუალება! მით უკეთესი ჩვენთვის”.

7. “ნუ გექნებათ ილუზია.უკან დასახევი გზა აღარ არსებობს,მხოლოდ წინ უნდა ვიაროთ.უკან დასახევი ყველა ხიდი ჩატეხილია”.

8. “მე არ ვიბრძოლებ! საფრთხე იმისა,რომ დავიჭრები და ცოცხლად ჩავუვარდები რუსებს ხელში,ძალიან დიდია.არც ის მინდა,რომ ჩემმმა მტრებმა ჩემი გვამი შეურაცხყონ.განკარგულება გავეცი,რომ დამწვან.ფროილაინ ბრაუნიც ჩემთან ერთად აპირებს სიკვდილს,ბლონდის (ჰიტლერის საყვარელი ძაღლი) კი მანამდე მოვკლავ – თავში ტყვიას ვესვრი.დამიჯერეთ,არ მიჭირს სიცოცხლეთან გამოთხოვება.ერთი ხანმოკლე მომენტი და ყველაფრისაგან გავთავისუფლდები,თავს დავაღწევ ამ მტანჯველ არსებობას”.

9. “მე ეს დიდი ხანია,ვიცი! ვიცი,რომ გერინგი დამპალია! მან გახრწნა და დაღუპა ლუფტვაფე! ის კორუმპირებულია.მისმა მაგალითმა ჩვენს სახელმწიფოში კორუფციას გაუხსნა გზა! ის მორფინისტია! მე ეს დიდი ხანია ვიცი… მაგრამ დაე,ასე იყოს.გერინგს შეუძლია,წარმართოს მოლაპარაკებები კაპიტულაციის შესახებ.როცა ომი წაგებულია,რა მნიშვნელობა აქვს ამას ვინ გააკეთებს”. (ავტორი გენია.ჯი)