გიგანტური კალოთროპისი
გიგანტური კალოთროპისი – წარმოადგენს ქენდირისებრნთა ორლებნიანი ოჯახის ულამაზეს ბუჩქოვან მცენარეს,კალოთროპისის სახეობისა.ბუნებაში მისი გავრცელების ძირითადი არეალიებია – ფილიპინები,პაკისტანი,ინდონეზია,ტაილანდი,მალაიზია,ჩინეთი და შრი-ლანკა.გარდა ამისა,აღნიშნული გვარის მცენარეები ინტროდიცირებული არიან აფრიკის კონტინენტის ტროპიკულ რეგიონებში,ავსტრალიასა და წყნარი ოკეანეში მდებარე რიგ კუნძულებზე. (ავტორი გენია.ჯი) გიგანტური კალოთროპისის ბუჩქის სიმაღლე 1 მეტრიდან 5 მეტრამდე მერყეობს.გააჩნიათ წაგრძელებული ფორმის მქონე ფოთლები,წვეტიანი ან ბლაგვი დაბოლოებებით.ფოთლების სიგრძე 7-დან 30 სანტიმეტრამდე აქვთ,ხოლო სიგანე 3-დან 15 სანტიმეტრამდე.ახალგაზრდა ფოთლები თეთრი ფერისაა,თუმცა გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი ფერს იცვლიან და გოგირდისფერ-მომწვანოში შეფერილობის ხდებიან.ყლორტები მასიური გააჩნიათ და მათი სიგრძე 10-15 სანტიმეტრს შეადგენს.ყვავილის გვირგვინი პირამიდულ-ცილინდრული ფორმების აქვთ,ხოლო თავად ულამაზესი ყვავილის ფურცლები კი სამკუთხა მოყვანილობისაა,რომელთა სიგრძე 1-1,5 სანტიმედრამდეა,ხოლო სიგანე 0,5-1 სანტიმეტრი.აღნიშნული მცენარის ფოთლებით მრავალი სახეობის მწერები იკვებებიან,მათ შორის ერთ-ერთი ულამაზესი სახეობის პეპელა – დინაიდას მონარქიცაა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ – გიგანტური კალოთროპისი წლის ყველა პერიოდში ხარობს და მისი ნახვა,ფლორის მოყვარულებს დიდ ესთეტიკურ სიამოვნებასაც ანიჭებს. (ავტორი გენია.ჯი)