“ის,აგროვებს ნაყოფს მარადიული ცხოვრებისათვის”

ბულგარეთის დედაქალაქ – სოფიადან,ათი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს სოფელი ბაილოვო.უკვე ათწლეულებია,ყოველ დილით,აღნიშნული სოფლიდან დედაქალაქში ფეხით მიემგზავრება ღარიბულად შემოსილი,სმენადაქვეითებული სათნო სახის ადამიანი,რომელმაც უკვე 99 წელს მიაღწია.უკვე ათწლეულებია სოფიას ქუჩებში,განსაკუთრებით კი – წმინდა ალექსანდრე ნეველის ტაძართან,ხელგაწვდილი დგას და მოწყალებას ითხოვს.დღესდღეობით,მას ადგილობრივი მოსახლეობა მოიხსენიებს სხვადასხვა სახელებით – ანგელოზი,ასკეტი,განდეგილი,გლახა და სხვა.თუმცა ყველაზე ხშირად მაინც – “კეთილზე-კეთილად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) ათწლეულების მანძილზე,რაც იგი სამოწყალოდ დაიარება ქუჩიდან ქუჩაზე,საზოგადოებისთვის მაინც უცნობად რჩებოდა და უცნობივე იყო მის მიერ ჩადენილი უკეთილშობილესი და თამამად შეიძლება ითქვას წმინდა საქმეების მთელი რიგი. 2011 წელს მოხუცს 97 წელი შეუსრულდა.მიუხედავად ხანდაზმული ასაკისა,იგი კვლავაც ყოველდღიურად ფეხით ადგა სოფიისაკენ მიმავალ გზას და თავად უკეთილშობილეს ადამიანს,კეთილი ადამიანების წყალობისაკენ ჰქონდა ყურადღება მიპყრობილი. ალბათ ვერც ვერავინ შეიტყობდა ვერასოდეს მის მიერ გაკეთებულ უამრავ სიკეთეს,რომ არა 2010 წელს,ბულგარეთის ტელევიზიის მიერ  ”ნეველის ტაძრის” შესახებ დოკუმენტური ფილმის გადაღება.სწორედ ამ დროს გახდა ცნობილი საზოგადოებისათვის ის საოცარი ფაქტები,რაც “კეთილზე-კეთილ” ადამიანს,ყველასაგან უჩინრად წლების მანძილზე გაეკეთებინა.ჟურნალისტების მიერ მონასტრის არქივების კვლევისას აღმოჩენილ იქნა ყველაზე გულუხვი შემოწირულობის ავტორი და იგი სწორედ ის ბერიკაცი იყო,რომელიც ყოველდღიურად ითხოვდა გამვლელებისგან მოწყალებას.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ბერიკაცმა ტაძრის სარეკონსტრუქციოდ 40 000 ევრო შეწირა.მას შემდეგ კი ცნობილი გახდა,რომ უკეთილშობილესი ბერიკაცი,რასაც მოწყალებით იღებდა საკუთარი თავისთვის არაფერს მოიხმარდა,გარდა სამოწყალოდ გაღებული საკვებისა.იგი ათწლეულების მანძილზე მოწყალებით გამომუშავებულ ფულს მოხუცთა თავშესაფრებს,უსახლკაროებს,ბავშვთა სახლებს,ეკლესიების აღდგენასა და სხვა უამრავ “ღვთაებრივ საქმეს” მოახმარდა.აპურებდა მშივრებს. (ავტორი გენია.ჯი) თავად კი ყოველთვიური 100 ევროს ოდენობის პენსიის ამარა ცხოვრობდა.სხვადასხვა დოკუმენტებისაგან თუ თვითმხილველებისაგან კი ვგებულობთ,რომ ბერიკაცი ფარავდა სოფიაში არსებული ბავშვთა სახლის ყველა კომუნალურ ხარჯებს.ეს მცირე ნუსხაა იმ სიკეთეთაგან,რომელიც ცნობილი გახდა საზოგადოებისათვის.შესაბამისად,მის მიერ ჩადენილი უამრავი სიკეთე დღემდე უცნობია,რადგან იგი ყოველთვის დუმს.ბავშვი,რომელიც მას მოწყალების სახით ფულს აჩუქებს,აუცილებლად ხელზე ეამბორება და ლოცავს.აქვე ცნობილია ისიც,რომ მას ოთხი შვილი ჰყავს,რომლებიც სოფიაში ცხოვრობენ.თავად სოფელ ბაილოვოში მდებარე ერთ ქოხში ცხოვრობს და არ გააჩნია არანაირი თანამედროვე ტექნიკა (ტელევიზორი,მაცივარი და სხვა).მიუხედავად იმისა,რომ საწოლი აქვს,დაწოლას მაინც იატაკზე ამჯობინებს.როგორც თავად ბულგარელები ამბობენ,იგი ძალიან ჩამოჰგავს ერთ-ერთ ბულგარელ ასკეტ წმინდანს – ივანე რილსკის.მისი შემხედავი ადამიანი იფიქრებს,რომ ბერიკაცი წარსულიდან არის თანამედროვე სამყაროში მოვლენილი.დღესასწაულებზე შეგროვილი ფულით,ბერიკაცმა მრავალი დაზიანებული ფრესკა აღადგინა.მას შემდეგ,რაც ტაძრის აღდგენაში მონაწილეებმა შეიტყვეს კეთილი მოხუცის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია,მადლიერების მიზნით ავეჯი შეუძინეს,თუმცა ბერიკაცმა საჩუქარზე სასტიკი უარი განაცხადა.წმინდა ნეველის ტაძრის წინამძღვარი კი მის შესახებ დიდი სიყვარულით და სითბოთი ამბობს:

“ის,აგროვებს ნაყოფს მარადიული ცხოვრებისთვის”. (ავტორი გენია.ჯი)