რამსეს II – “ეპიზოდი”
ეგვიპტის ლეგენდარული ფარაონი მეცხრამეტე დინასტიიდან,რომელსაც დღემდე მოიხსენიებენ ეგვიპტის ერთ-ერთ უდიდეს ფარაონად - რამსეს II (ძვ.წ.აღ-ით დაახლოებით 1303-1213 წლები),მამამისმა (ფარაონმა) სეტი I-მა,14 წლის ასაკში გამოაცხადა თავის მემკვიდრედ,ხოლო 20 წლის ასაკში ოფიციალურად ეკურთხა ეგვიპტის ფარაონად.იგი უდიდესი სიყვარულით გამოირჩეოდა კატების (კატა იმთავითვე წმინდა ცხოველად იყო მიჩნეული უძველეს ეგვიპტეში) და განსაკუთრებით ლომების მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) მას რაღა თქმა უნდა გააჩნდა თავისთვის “უძვირფასესი” მოშინაურებული ლომი,რომელიც ფარაონის სასახლის კარის ერთ-ერთ “ნებიერადაც” კი მიიჩნეოდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რამსეს II,მის საყვარელ მტაცებელს არა მარტო სასახლეში,არამედ ხშირად ბრძოლებშიც კი თან იახლებდა ხოლმე და არაერთხელ დახმარებია და გადაურჩენია მას რამსესის სიცოცხლე ბრძოლის დროს.აქვე,ისტორიულად ცნობილია ისიც,რომ ეგვიპტელების არმიას,იმ პერიოდისათვის ჰყავდა ლომებისაგან დაკომპლექტებული სპეციალური “ჯგუფი”,რომელთაც ამა თუ იმ ბრძოლის წინ “ამშევდნენ”,რათა მომავალ ბრძოლაში რაც შეიძლება მეტი აგრესია გამოეხატათ და დიდი მსხვერპლი გამოეწვიათ მოწინააღმდეგებეში.ამის შემდგომ ეგვიპტელებს ბრძოლაში შეჰყავდათ დამშეული ლომები,რომელთაც მტრისაკენ მიმართავდნენ (განსაკუთრებით კავალერიისკენ) და ამით უდიდესი დისონანსი შეჰქონდათ მტრის რიგებში.შესაბამისად,გამარჯვება ეგვიპტელთა მხარეს რჩებოდა უმრავლეს შემთხვევებში. (ავტორი გენია.ჯი)