იცით თუ არა,რომ
1. პირველი პილოტირებული მისია მთვარეზე (1969 წლის 19 ივლისს),რომელიც წარმატებით იქნა შესრულებული,კოსმოსური ხომალდის – “აპოლო 11″-ის მიერ,ასევე წარმატებულად დაბრუნდა დედამიწაზე 1969 წლის 24 ივლისს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დაჯდომის მომენტში კოსმოსურ ხომალდს “აპოლო 11″-ს,მხოლოდ და მხოლოდ 20 წამის საწვავიღა ჰქონდა დარჩენილი.
2. ჩინელები “ხელის ანაბეჭდებს”,ამა თუ იმ პიროვნების იდენტიფიკაციისათვის,ჯერ კიდევ ახ.წ.აღ-ით 700 წელს იყენებდნენ.
3. უდიდესმა ინგლისელმა მწერალმა,რომანისტმა და ესეისტმა – ჩარლზ დიკენსმა,მის მიერ დაწერილ 20 რომანში იმდენივე ჰონორარი გამოიმუშავა,რამდენიც მან ლექციების კითხვისას მიიღო. (ავტორი გენია.ჯი)
4. XVIII საუკუნეში,ინგლისში აკძალული გახლდათ “აზარტული თამაშები”.ამიტომ იატაკქვეშა აზარტული თამაშების სახლებში,სპეციალურად ჰყავდათ დაქირავებული ისეთი ადამიანები,რომლებიც პოლიციის უცაბედი რეიდის დროს ძვლისაგან დამზადებულ კამათლებს გადაყლაპავდა.
5. პირველი მოდელი,რომელმაც რეკლამირება გაუკეთა “კონტაქტურ ლინზებს”,გახლდათ – გრეის რობინი.აღნიშნული ფაქტი კი დაფიქსირებულ იქნა 1930 წელს.
6. პირველი მოქმედი პრეზიდენტი,რომელიც საპრეზიდენტო პოსტზე ყოფნისას გარდაიცვალა,გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების რიგით მე-9 პრეზიდენტი – უილიამ ჰენრი ჰარისონი (1773-1841 წლები).
7. ასტრონომთა ცნობების თანახმად,მთვარე დედამიწას ყოველ წელიწადში 3,8 სანტიმეტრით შორდება.
8. ლეგენდარულ ამერიკელ ბიზნესმენს და “Ford Motor Compan”-ის დამაარსებელს – ჰენრი ფორდს,მის ცხოვრებაში,არასოდეს ჰქონია “მართვის მოწმობა”. (ავტორი გენია.ჯი)
9. საყოველთაოდ ცნობილი,პირველი შოკოლადის ფილა Snickers,დამზადებულ იქნა 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში,დიდი ამერიკელი მეწარმის,ბიზნეს-მაგნატისა და შოკოლადის კანფეტების წარმოების კომპანიის “Mars Incorporated”-ის დამაარსებლის ფრანკლინ კლარენს მარსის (1883-1934 წლები) მიერ.
10. ჩინეთში – პატარძალი,უმეტეს შემთხვევებში წითელი ფერის საპატარძლო კაბით იმოსება.