ჩერიმოია
ჩერიმოია - ლათინურ ენაზე “Annona cherimola”,წარმოადგენს ეგზოტიკურ ხილისებრთა ხეს,ანონას სახეობის,ანონისებრნთა ოჯახისა.მისი სიმაღლე 5 მეტრიდან 9 მეტრამდე მერყეობს და შეიცავს ორრიგოვან ფოთლებს,რომელთა სიგრძე 7-15 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 4-9 სანტიმეტრი.მისი ნაყოფი,საკმაოდ რთულად სეგმენტირიზებულია და იგი შეიცავს გულის,ან კონუსისებრი ფორმის მწვანე-მოყავისფრო ხორკლოვან კანის მქონე ნაყოფს.ნაყოფის სიგრძე 10-დან 20 სანტიმეტრამდეა.შეიცავს კრემისფერ რბილობს,რომელსაც ანანასისა და ბანანის ერთობლივი სინთეზის გემო აქვს.თითოეულ ნაყოფში ასევე განთავსებულია 10 ან 20 შავი ფერის ლობიოს მარცვლის ოდენა თესლი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული თესლი ძალიან შხამიანია,ამიტომ მას მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ.რაც შეეხება თავად ნაყოფს,მისი მირთმევა უფრო უმად არის რეკომენდირებული.”ჩერიმოიას” ნაყოფის წონა 500 გრამიდან 3 კილოგრამამდეა.მისი გავრცელების უმთავრეს არეალს,წარმოადგენს ანდების მთიანეთი – კოლუმბია,ეკვადორი,ბოლივია და პერუ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილია ისიც,რომ “ჩერიმოია”-ს შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ინკების ცივილიზაციიდან მომდინარეობს და აღნიშნული სახეობა ანონისებრნთა ოჯახის სხვა სახეობებთან შედარებით,ყველაზე ამტან სახეობადაა ცნობილი.გარდა ზემოთ აღნიშნული ქვეყნებისა,იგი გავრცელებულია ცენტრალური ამერიკის რიგ ქვეყნებშიც: ბრაზილია,არგენტინა,ვენესუელა და სხვა.კულტივირებით “ჩერიმოია” გავრცელებულია ავსტრალიაში,სამხრეთ აფრიკის რეგიონებში,ინდოეთსა და რიგ ევროპულ ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი) მის ნაყოფს,გარდა უმად მირთმევისა,გამოიყენებენ სხვადასხვა სახეობის ნაყინის და წვენების დასამზადებლად.ასევე მას გამოიყენებენ ხილის სალათის ერთ-ერთ კომპონეტადაც.”ჩერიმოია” ყვავილობს მესამე-მეხუთე წელს,როგორც ნებისმიერი ანონა და იგი ყვავილობამდე დამჭკნარ მცენარეს წააგავს.ამასთანავე სცვივა ფოთოლთა უმეტესობაც.”ჩერიმოია”-ს ნაყოფს ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად ქონში ურევს და მას,ამის შემდგომ ფართოდ გამოიყენებენ ტილებისა და სხვა კანის პარაზიტების საწინააღმდეგოდ.