მუხრან მაჭავარიანი – „საქართველო?!”
საქართველო?!_
საქართველო
(ლაპარაკობს ვით ილია)
ზოგიერთის წარმოდგენით
წარმოადგენს იდილიას!
სინამდვილეს თუ ავიღებთ, _
დაბზარული ქვიტკირია!_
იმდენჯერ არ გვიცინია,
რამდენჯერაც გვიტირია.
თუმცა თერგის ბაქიბუქი
მისისიპთან ტიტინია,_
არგვეთი რომ არგვეთია,_
ორი გვარის ჭიდილია.