ვინსენტ ვილემ ვან გოგი – “ვარსკვლავიანი ღამე”
“ვარსკვლავიანი ღამე” - ინგლისურ ენაზე “The Starry Night”,წარმოადგენს გენიალური ნიდერლანდელი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტის - ვინსენტ ვილემ ვან გოგის (1853-1890 წლები) მიერ 1889 წლის ივნისში,საფრანგეთის ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსში ყოფნისას,ტილოზე ზეთის საღებავით დახატულ “დიდებულ სურათს”.ტილოს სიმაღლე 73,7 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 92,1 სანტიმეტრი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული სურათი,ვან გოგისათვის ერთ-ერთი პირველი მცდელობა გახლდათ ღამის ცის სურათზე გამოსახვისა.თუმცა მანამდე,კერძოდ 1988 წელს,მხატვარმა არლიში ყოფნისას დახატა სურათი სახელწოდებით “რონოს ვარსკვლავიანი ღამე”. (ავტორი გენია.ჯი) ვან გოგს სურდა,რომ გამოესახა ვარსკვლავიანი ღამე,როგორც ნიმუში იმ ძალის გამოსახულებისა,რომელსაც შეეძლო შეექმნა კიდევ უფრო გასაოცარი ბუნებრივი სილამაზე,რომელსაც ადამიანი აღიქვამდა რეალური ბუნების ხილვისას.მხატვარი,მის მიერ დაწერილ ერთ-ერთ წერილში,ასახავდა მისი მომავალი ნამუშევრის კონტურებს,სადაც მისს ჩანაფიქრი გახლდათ გამოესახა ვარსკვლავებიანი ცა კვიპაროსის,ან ხორბლის ყანის ფონზე.1889 წელს ვანგოგმა,სენ-რემი-დე-პროვანსში თავის იდეას ხორცი შეასხა და დახატა ესოდენ უნიკალური სიუჟეტის მქონე ტილო – “ვარსკვლავიანი ღამე”. (ავტორი გენია.ჯი) საკუთარი ძმის – თეოს,მიმართ მიწერილ წერილში მხატვარი წერდა: “მე,კვლავ ძალიან მესაჭიროება რელიგია.ამიტომ ერთ ღამეს ავდექი,გავედი სახლიდან და დავიწყე ცაზე გამოჩენილი ულამაზესი ვარსკვლავების ხატვა”.დღესღეობით ვინსენტ ვილემ ვან გოგის შედევრი ტილო – “ვარსკვლავიანი ღამე”,დაცულია მსოფლიოში სახელგანთქმული ნიუ-იორკის “თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში” და დღემდე აოცებს თავისი “დიდებული ფერთა გამით” დამთვალიერებელს.P.S. აქვე შემოგთავაზებთ – ვინსენტ ვილემ ვან გოგის მიერ,1888 წელს დახატულ გენიალურ ნამუშევარს – “რონოს ვარსკვლავიანი ღამე”