ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV – „ეპიზოდი”
წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სახელმწიფო ტონგას მეფე 1965-2006 წლებში - ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV (1918-2006 წლები), “გინესის რეკორდები”-ს წიგნში იქნა შეყვანილი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმეწონოსანი მონარქი მსოფლიოში.სიმაღლით 2 მეტრი გახლდათ, ხოლო მისმა მაქსიმალურმა წონამ 1976 წელს – 209,5 კილოგრამს მიაღწია (საშუალო წონა 160-170 კილოგრამი). სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ტონგას მეფემ ზრუნვა საკუთარი წონის დაკლებაზე და დროთა განმავლობაში მიზანსაც მიაღწია. 1985 წელს ერთ-ერთი ჟურნალისტისთვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა:
“ვთვლი, რომ შემიძლია საკუთარი სხეულის წონა საკმაოდ მარტივად ვაკონტროლო სუპების რაციონით”.
2002 წელს ტონგას მეფის წონა კვლავ მოექცა ქვეყნის მოსახლეობის უმთავრესი განსჯის საგნად. (ავტორი გენია.ჯი) მისი დიდი წონიდან გამომდინარე, მეფეს ძალიან უჭირდა არა მარტო მოძრაობა და გადაადგილება, არამედ ნორმალური ძილიც კი. ამიტომაც გადაწყვიტა მიეღო გადამჭრელი ზომები: იგი „დაჯდა” ძალიან მკაცრ დიეტაზე და რეგულარულად დაიწყო ფიზიკური ვარჯიშები. აღსანიშნავია ისიც, რომ მის ამ მეთოდს მიმართა ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობამაც. მოგვიანებით, ერთ-ერთ ინტერვიუში იგი აცხადებდა:
„მე დღეს ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს. უკვე შემიძლია ვიარო. კიბეების საფეხურებზეც სხვის დაუხმარებლად ჩამოვიდე და რაც მთავარია ნორმალურად დავიძინო”.
ტაუფა’აჰაუ ტუპოუ IV გარდაიცვალა 2006 წლის 10 სექტემბერს, ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, სადაც იგი მკურნალობის მიზნით იყო ჩასული. მისი გარდაცვალება ტონგას თითოეული მაცხოვრებლისათვის „პირად ტრაგედიად” იქნა აღქმული. ტონგელებს იმდენად უყვარდათ თავიანთი მეფე, რომ მოსახლეობამ თავად შეაგროვა თანხა მისთვის ბრინჯაოს ძეგლის ასაგებათ. დღესდღეობით, აღნიშნული ძეგლი „ტონგას სამეფო სასახლის” წინ არის აღმართული. – (ავტორი გენია.ჯი)