“ბჰარატ რატნა”
“ბჰარატ რატნა” – (ჰინდის ენაზე აღნიშნავს – “ინდოეთის საგანძურს”) წარმოადგენს ინდოეთის რესპუბლიკის უმაღლეს სამოქალაქო ჯილდოს,რომელიც დაარსებულ იქნა 1954 წლის 2 ივნისს,ქვეყნის რიგით პირველი პრეზიდენტის 1950-1962 წლებში – რაჯენდრა პრასატის მიერ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული ჯილდო,მისი დაარსების დღიდან – 2013 წლის ჩათვლით,მხოლოდ 41 ადამიანს აქვს მინიჭებული.მათ შორის ორი უცხოელია: სამხრეთ აფრიკელი – ნელსონ მანდელა (1990 წელი) და ეროვნებით პუშტუნი – აბდულ-გაფარ ხანი (1987 წელი).გარდა ამისა,1990 წელს იგი გადაეცა ინდოეთის ნატურალიზებულ მოქალაქეს,წარმომავლობით ალბანელ ქალს – დედა ტერეზას.თანამედროვე ფორმა ინდოეთის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოს,მათივე წმინდა მცენარის – ლეღვის ხის ფორმის აქვს და მასზე დატანილია ინდოეთის ეროვნული გერბი.თავდაპირველად კი აღნიშნულ ჯილდოს მრგვალი ფორმა ჰქონდა. (ავტორი გენია.ჯი) 1954 წელს,იგი გადაეცემოდა მხოლოდ ცოცხალ ლაურეატებს.1955 წლიდან კი მისი მინიჭება ამა თუ იმ ნომინანტისათვის სიკვდილის შემდეგაც დაიწყო.ჯილდოს დაარსებიდან,სულ ცხრა გარდაცვლილ ადამიანს მიენიჭა,მათ შორის “ხელშეუხებელთა” კასტის ლიდერს – ბჰიმრაო რამჯი ამბედკარს.თუმცა 1992 წელს,გარდაცვლილი ადამიანების დაჯილდოვებამ ინდოეთში პროტესტი გამოიწვია.გარდა ამისა,ქვეყნის გაუმართავი იურიდიული კანონმდებლობის გამო,უკმაყოფილება გამოიწვიაა “ბჰარატ რატნათი” უცხოელების დაჯილდოებამაც.ჯილდოს გადაცემა არარეგულარულ ხასიათს ატარებს.ამ საპატიო ჯილდოთი დაჯილდოებული არიან 1930-1940-ანი წლების ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერები,პოლიტიკოსები,მეცნიერები (დიდი ინდოელი ეკონომისტი – ამარტია სენი) და მომღერლები,მათ შორის – რავი შანკარი.”ბჰარატ რატნას” მინიჭება ნებისმიერი ინდოელისათვის უდიდეს პატივად აღიქმება. (ავტორი გენია.ჯი)