მარკუს ავრელიუს ანტონიუს ავგუსტუსის ნააზრევი…
“ყველაფერი,რაც ხდება,სამართლიანობის თანახმად ხდება, და თუ კარგად დააკვირდები,შენ ნახავ,რომ ეს ასეა ყველგან და ყოველთვის.ყველაფერი,რაც ხდება,ვამბობ,არა მარტო გარკვეული წესრიგის მიხედვით,არამედ სამართლიანობის თანახმადაც ხდება,თითქოს არსთა გამრიგე ძალამ თითოეულს ღირსებისაებრ მიაგოო მისაგებელი.მაშ,განაგრძე შენ მიერ დაწყებული დაკვირვება და ყველაფერი რასაც აკეთებ,აკეთე იმ მიზნით,რათა მისწვდე და ეზიარო სიკეთეს,ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით.მისდიე ამ მიზანს ყველა შენი მცდელობისა თუ მოქმედებისა”. (ავტორი გენია.ჯი)