იცით თუ არა,რომ
1. გაერთიანებული სამეფოს დედოფალი - ელისაბედ II,პირველი ბრიტანელი მონარქია,რომელიც ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთს 1986 წელს.
2. ”მამა ბავშვობაში იყო ქართველი”, – იტყოდა ხოლმე სტალინის შესახებ მისი ქალიშვილი – სვეტლანა ალილუევა.
3. ერთ-ერთი ულამაზესი ყვავილი - ქრიზანთემა,”იდუმალი აღმოსავლეთის სიმბოლოა”. (ავტორი გენია.ჯი)
4. “მშრალი კანონის” მიღებით,ბევრი მმართველი ცდილობდა ლოთობის დამარცხებას,მათ შორის – მიხეილ გორბაჩოვი,ივანე III,ნიკოლოზ II და ტომას ვუდრო უილსონი,თუმცა ყველა მცდელობა კრახით დასრულდა.
5. ”ღვარძლი” – სარეველა მცენარეა.
6. 1244 წლით დათარიღებულ ისტორიულ ქრონიკებში,პირველად ჩნდება თანამედროვე გრერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის დედაქალაქი – ბერლინი.
7. წიგნის დადებითი თვისებებია: იმოგზაურებთ იმ ადგილებში,სადაც არასდროს ყოფილხართ; გაიგებთ იმ დროზე,რომელშიც არასდროს გიცხოვრიათ და გაიცნობთ ხალხს რომელსაც არასდროს შეხვედრილხართ. (ავტორი გენია.ჯი)
8. მონღოლები კუმისის,გასაცივებლად და არომატის მისაცემად,მასში ბაყაყებს აგდებდნენ.
9. პირველი ებრაელი,რომელმაც 1654 წელს ამერიკის მიწაზე ფეხი დაადგა – იაკობ ბარსიმსონი იყო.
10. ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე მდებარე - კანადაში,1793 წელს მიიღეს კანონი,”მონების შესახებ”,სადაც ხაზგასმით იყო აღნიშნული,რომ 1793 წლის შემდეგ დაბადებული ადამიანები,25 წლის ასაკიდან,ოფიციალურად თავისუფლდებოდნენ მონობისაგან.