რობერტ მეტკლაფის “საოცარი პირობის შესრულება”
რობერტ მეტკლაფი – წარმოადგენს ცნობილ ამერიკელ ინჟინერს,გამომგონებელსა და ელექტრიკოსს.გარდა ამისა,იგი გახლავთ გამოთვლითი ქსელისა (მათ შორის კომპიუტერების) და სატელეფონო მოწყობილობების მწარმოებელი გიგანტური კომპანიის “3Com”-ის დამაარსებელი და Ethernet-ის ტექნოლოგიის გამომგონებელი,რომლის მეშვეობითაც დღესდღეობით მილიონობით ადამიანს აქვს წვდომა ინტერნეტთან.მიუხედავად უდიდესი გამოცდილებისა,მეტკლაფმა 1995 წელს ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთს მისცა ინტერვიუ,რომელშიც ხაზგასმით აღნიშნა,რომ 1996 წლისათვის ინტერნეტი ფუნქციონირებას შეწყვეტდა,რადგან მას მომავალი არ გააჩნდა.იგი იმდენად დარწმუნებული იყო თავის მოსაზრებაში,რომ ჟურნალისტს განუცხადა კიდეც: “თუკი ეს ასე არ მოხდა,მე ჩემს მიერ წარმოთქმულ სიტყვებს საჯაროდ შევჭამო”.როგორც აღმოჩნდა,დიდი გამომგონებელი ძალიან ცდებოდა,რადგან ინტერნეტი დღითი დღე იძენდა პოპულარობას.ინტერვიუს გასვლიდან 2 წლის შემდეგ (1997 წელი),რობერტ მეტკლოფმა ერთ-ერთი თავისი საჯარო გამოსვლის დროს,ყველას გასაოცრად წარმოადგინა ის გაზეთი,სადაც ზემოაღნიშნული ინტერვიუ იყო გამოქვეყნებული.რის შემდეგაც სტატია რაღაც უცნობი სითხის ბლენდერში შეურია და ნარევი დალია.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ თავის სიტყვების შეჭმას რობერტი,ადრე ტორტთან ერთად შეეცადა,თუმცა მის ირგვლივ მყოფთა პროტესტის გამო აღნიშნული პირობა ვერ შეასრულა.მიუხედავად ამისა,რობერტ მეტკლაფმა პირობა მაინც შეასრულა. (ავტორი გენია.ჯი)