ფრანც ვან მირისი უფროსი

ფრანც ვან მირისი უფროსი – დაიბადა 1635 წლის 16 აპრილს  ნიდერლანდების ქალაქ ლეიდენში.იგი წარმოადგენდა დიდ ნიდერლანდელ მხატვარს და ოსტატს პორტრეტული,ისტორიული და ჟანნრული ფერწერებისა. (ავტორი გენია.ჯი) ფრანცი,იან ბასტიანსონ ვან მირისის ვაჟი იყო,რომელიც თავის მხრივ,იმ პერიოდის საკმაოდ ცნობილი იუველირი და ბრილიანტების დამუშავების სპეციალისტი გახლდათ.ფრანცმა,თავდაპირველად 1647 წელს,სახვითი ხელოვნების შესწავლა მისსავე ბიძაშვილთან – ვილემ ფრანსონთან დაიწყო.რის შემდეგაც1650 წელს სწავლა განაგრძო მინაზე ხატვის ოსტატთან – აბრაჰამ ტოვერნლიტთან.კიდევ უფრო მოგვიანებით კი,ლეიდენის სამხატვრო სკოლაში,გენიალური ნიდერლანდელი მხატვრის – ჟერარდ დოუს ხელმძღვანელობით დაეუფლა სახვითი ხელოვნების სიღრმეებს.1657 წელს ქორწინდება კუნერ ვან დერ კოკზე,რომელთანაც თანაცხოვრებაში შეეძინა ხუთი შვილი,რომელთაგან ორი ვაჟი – იანი და ვილემ ვან მირისები,მოგვიანებით საკმაოდ ცნობილი მხატვრები გახდნენ. 1658 წელს,ლეიდენში მოქმედი წმინდა ლუკას სახელობის მხატვართა გილდიაში ჩაირიცხა.1663-1664 წელბში,ფრანცი აღნიშნული გილდიის კაპიტანი,ხოლო 1665 წელს მისი ხელმძღვანელი გახდა. (ავტორი გენია.ჯი) ფრანც ვან მირისი უფროსის ხატვის მანერა,რიგი მხატვრებისაგან იმით განსხვავდებოდა,რომ ტილოზე უმცირეს დეტალსაც კი დახვეწილად და საფუძვლიანად გამოსახავდა.მის მიერ შესრულებული,შედარებით გვიანდელი ტილოები,საკმაოდ მოკრძალებული ფორმატების იყო და კლასიციზმის სულით გახლდათ გაჟღენთილი.ფრანცის შემოქმედებაში,სპეციალისტები დიდ ყურაღებას უთმობენ შემდეგ ნამუშევრებს – “დუეტი”,”ჯარისკაცი და გოგონა”,”ქალი სარკის წინ”,”ახალგაზრდა ქალის პორტრეტი” და სხვა.მნიშვნელოვანი ნაწილი მირისის ტილოებისა,დღემდე დაცულია ჰააგის სამხატვრო გალერეასა და მიუნხენის ძველ პინათოტეკაში.ცნობილია ის გარემოებაც,რომ 2007 წელს,ავსტრალიაში მდებარე ახალი სამხრეთ უელსის სამხატვრო გალერეაში დაკარგულ იქნა,ფრანცის მიერ შესრულებული ავტოპორტრეტი,სახელწოდებით – “კავალერი”,რომლის საბაზრო ღირებულება ერთ მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა.როგორც ვარაუდობენ,მძარცველს სურათის მოპარვა,განსაკუთრებით იმან გაუიოლა,რომ აღნიშნული ტილო მეტად მცირე ფორმატის იყო (სიმაღლე 20,სიგანე 16 სანტიმეტრი).ამ ფაქტმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.მიუხედავად დიდი საძიებო სამუშაოების ჩატარებისა,”კავალერი” აღმოჩენილ ვერ იქნა და დრემდე დაკარგულად მიიჩნევა.ფრანც ვან მირისი უფროსი გარდაიცვალა 1681 წლის 12 მარტს,მშობლიურ ლეიდენში,სადაც იქნა კიდეც დაკძალული. (ავტორი გენია.ჯი)

ფრანც ვან მირისი უფროსის დღეღდრეობით დაკარგული ტილო – “კავალერი”

ფრანც ვან მირისი უფროსის შემოქმედება