ბენიტო ამილკარე ანდრეა მუსოლინის მოსაზრებები…

1. „მთელი ერის წინაშე ვაცხადებ, რომ მხოლოდ მე მეკისრება პოლიტიკური, მორალური და ისტორიული პასუხისმგებლობა ყველაფრისთვის, რაც მოხდა. თუკი ფაშიზმი მხოლოდ აბუსალათინის ზეთია და არა ამაყი იტალიელი ახალგაზრდობის გატაცება, ეს ჩემი ბრალია; თუ ფაშიზმი კრიმინალური ასოციაციაა, თუ ყველა ძალადობა წინასწარ განზრახული ისტორიული, პოლიტიკური და მორალური დანაშაულის შედეგია, პასუხისმგებლობა მე მეკისრება, რადგან ომში ჩაბმის დღიდან მე შევქმენი ის ჩემი პროპაგანდით”.

* * *

2. „ღირებულება „იზმისა” არ არის „იზმში; მას არ გააჩნია სხვა ღირებულება გარდა იმისა, რომ იპოვოს თავის თავში ძალა და შექმნას, აკეთოს და რეალურ ცხოვრებაში გაამართლოს. მან შეიძლება გაამართლოს დღეს, მაგრამ ხვალ მარცხი განიცადოს, ან მარცხი იგემოს დღეს და წარმატებული გახდეს ხვალ. პირველ ყოვლისა, მანქანა უნდა მუშაობდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

3. „ჩემი ჯარის მეგობრებზე, ისევე, როგორც ჩემზე, ღრმა გავლენა იქონია ომმა – ძალიან მძიმემ, მაგრამ მიმზიდველმა. დიდი მეგობრობა არ იბადება სკოლის მერხზე ან პოლიტიკურ შეკრებებზე, მხოლოდ უზარმაზარი საფრთხის წინაშე და მხოლოდ ომის ტანჯვა-წამების გამოვლის შემდეგ არის შესაძლებელი მისი სიჯანსაღის შეფასება ან მისი განსაზღვრა, რამდენ ხანს გასტანს ის”.

* * *

4. „მე სულით-ხორცამდე იტალიელი ვარ და მჯერა ლათინური ხასიათის ქმედობისა”.

* * *

5. „ფაშიზმი ერთიანობაა; მას არ შეიძლება ჰქონდეს ტენდენციები და სუბიექტური მიდრეკილებები; არ შეიძლება ჰყავდეს ორი ლიდერი. ფაშიზმი იერარქიული მოძრაობაა: მის საფუძველს შავპერანგიანები ქმნიან, სათავეში კი დგას მეთაური, რომელიც ერთადერთია”.

* * *

6. „პარტიები უნდა გაქრეს, ქვეყანა კი გადარჩეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

7. „ჩემი ცხოვრების პოეზია შენების პოეზიაა. ჩემი არსებობის პროზა კი – პოლიტიკის და ქვეყნის მომავალი. ეს ყველაფერი ერთ დიდ დრამას მაგონებს”.