წმინდა იოანე ოქროპირის შეგონება…
“შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა.ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში,რაც ხომალდი ზღვაში.უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია,მესაჭე – მხოლოდშობილი ძე მისი,კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, – მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი.გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები,აგრეთვე,საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს,საღმრთო მცნებებს,საეკლესიო გადმოცემებს,სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განაწესებს.ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია,რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია,ღუზა – იმედი.ამ სულიერ ხომალდს,ანუ ეკლესიას,ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები,ამ სოფლის ზღვის გავლით,ზეციურ სასუფეველში.თუმცა,ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს),მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის.რამდენი მტერი და მდევარიც უნდა აღდგეს წმინდა ეკლესიის წინააღმდეგ,იგი არასოდეს დამარცხდება,რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: “აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას”.