მიხა ხელაშვილი – “ეჰ,ღმერთო ჩემო გამჩენო”

ეჰ,ღმერთო ჩემო გამჩენო,

უფალო,ძეო ღვთისაო.

ხელი აღმართე დამიცევ,

ძალი არა მაქვს ცდისაო.

***

შემუსრე ძალი უღვთოთა,

დედაო მაცხოვრისაო.

ძნელია ნემსის ყუნწშია,

გაძრომა აქლემისაო.

***

მიცხონე სული ცოდვილი,

უფალო,ძეო ღვთისაო…

აღმოსავლით და დასავლით

მოგვმადლე შუქი მზისაო.