სიკვდილმისჯილთა “სიტყვები”
1. ელიაჰუ ბეით-ცური (1922-1945 წლები) – წარმოადგენდა ებრაული იატაკქვეშა მოძრაობის “ლეხი”-ს (ისრაელის თვისუფლებისათვის მებრძოლები) ერთ-ერთ აქტივისტს,რომელმაც მონაწილეობა მიიღო ბრიტანელი პოლიტიკოსის და ახლო აღმოსავლეთის საქმეთა მინისტრის – ლორდ უოლტერ ედუარდ გინესის ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს გარეუბანში მომხდარ მკვლელობაში (1944 წლის 6 ნოემბერი).მას ეგვიპტის სასამრთლომ სიკვდილით დასჯა (ჩამოხრჩობა) შეუფარდა,რაც 1945 წლის 22 მარტს,ინგლისელებმა მოიყვანეს სისრულეში.მანამდე კი სასამართლოზე “ბოლო სიტვაში” წარმოთქვა:
“ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისათვის… და თუკი ჩვენ ხელში იარაღის აღება მოგვიწია,ეს მხოლოდ იმიტომ,რომ სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს”.
P.S. 1975 წელს – ელიაჰუ ბეით-ცურის ნეშთი გადასვენებულ იქნა ისრაელში და დაკრძალულ იქნა იერუსალიმში. (ავტორი გენია.ჯი)
2. უილიამ ბონინი (1947-1996 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელს,რომელსაც “მკვლელს ავტოსტრადიდან”-ს უწოდებდნენ.იგი სასამრთლომ 14 ადამიანის მკვლელობაში ცნო დამნაშავედ და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა (“სასიკვდილო ინექციის” ორგანიზმში შეყვანის სასუალებით),რაც მისი დაკავებიდან 16 წლის შემდეგ, 1996 წლის 23 თებერვალს მოიყვანეს სისრულეში.მანამდე კი სასამართლოზე უილიამმა განაცხადა:
3. დონალდ ჰენრი გასკინსი (1933-1991 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელს,რომელსაც 9 ადამიანის მკვლელობაში დასდეს ბრალი,რის გამოც სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა “ელექტრო სკამის” მეშვეობით. (ავტორი გენია.ჯი) განაჩენი სისრულეში მოყვანილ იქნა 1991 წლის 6 სექტემბერს.მანამდე კი სასამართლოზე დონალდ ჰენრი გასკინსმა განაცხადა:
4. ჰარვი მიურეი გლატმანი (1927-1959 წლები) – წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელს,რომელსაც ბრალი დაუმტკიცდა 4 ადამიანის მკვლელობაში,რის გამოც სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა “გაზის კამერის” მეშვეობით.როდესაც სასამართლომ მას განაჩენი გამოუტანა,ჰარვიმ განაცხადა:
“ყველაფერი მართებულადაა.მე ვიცოდი,რომ ეს ასეც მოხდებოდა”.
5. ანდრეი ევსეევი (1955-1979 წლები) – წარმოადგენდა იმ რუს სერიულ მკვლელს,რომელსაც მოიხსენიებდნენ,როგორც “მკვლელი,კეთილშობილი თვალებით”.მას სასამართლომ ბრალი დაუმტკიცა 9 ადამიანის მკვლელობაში,რის გამოც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა (დახვრეტა),რაც არასრულეს 1979 წელს,დაკავებიდან 2 წლის შემდგომ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დაკავების მომენტში იგი სულ რაღაც 22 წლის იყო.სასამართლოზე ევსეევმა განაცხადა:
“როდესაც საავადმყოფოდან გამოვედი,უამრავი პრეპარატის მიღებისაგან,ფაქტიურად გამოთაყვანებული ვიყავი.გამოვცადე და გადავიტანე ძალიან მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა.გარდა ამისა დამეწყო ტვინის აქტივობის გართულებაც.ალბათ ამის შედეგია ის,რომ ადამიანებს ჩემს უმთავრეს და უპირველეს მტრებად აღვიქვავდი”. (ავტორი გენია.ჯი)