დენიზ გეზმიშის მიმართვა ბრალმდებელს…
დენიზ გეზმიში (1947-1972 წლები) – წარმოადგენდა პროფესიით თურქ იურისტსა და ერთ-ერთ ლიდერს იატაკქვეშა “თურქული ეროვნულ-განმათავისუფლებელი არმიისა”.მისი მსოფლმხედველობა მყარად იყო დაფუძნებული მარქსიზმ-ლენინიზმის იდეებზე და იგი არც სიკვდილით დასჯის წინ უარყვია.თურქეთში 1968 წლის 31 მაისს განვითარებული სტუდენტებისა და იურისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციის დროს,პოლიციასთან შეტაკებისას დაიჭრა,რის შემდეგაც დააკავეს.თუმცა,ჰოსპიტალიდან გაქცევა მოახერხა და გარკვეული პერიოდის მანზილზე იორდანიას შეაფარა თავი.მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო 1971 წლის 11 იანვარს,ანკარაში განხორცილებულ ბანკის ძარცვაში. (ავტორი გენია.ჯი) მალევე,მისმა იატაქვეშა ორგანიზაციამ მძევლად აიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ოთხი სამხედრო მოსამსახურე.სწორედ ამის შემდეგ მოუწია მას თურქეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებთან შეტაკება ქალაქ სივასში,რა დროსაც აყვანილ იქნა მის თანამოაზრეებთან – იუსუფ ასლანთან და ჰუსეინ ინანომთან ერთად.თურქეთის სასამართლომ 1971 წლის 9 ოქტომბერს,დენიზ გეზმეშს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისათვის – სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.მას შემდეგ,რაც მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გახდა ცნობილი,სასიკვდილოდ განწირულმა მსჯავრდებულმა სასამართლოს შემდეგი სიტყვით მიმართა:
“ღრმად პატივცემულო სახელმწიფო მბრალმდებელო:
1. ამერიკული იმპერიალიზმი არ ემსახურება ჩვენს ეროვნულ ინეტერესებს.
2. ის,ვინც,მას ემსახურება,თავიანთი ერის მტრებს წარმოადგენენ.
3. იმპერიალიზმის წინააღმდეგ გამოსვლები – დანაშაული არ არის,ხოლო შეიარაღებული ბრძოლა კი – არ გახლავთ კონსტიტუციის დარღვევა.
4. სწორედ ანტიეროვნული და იმპერიალისტური ძალების მიერ განხორციელებული ექსპლოატაცია და ზეწოლაა კონსტიტუციის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული.
მე მაქვს ორი შენიშვნა:
1. თუკი თქვენ შეცდომით შეადგინეთ საბრალდებო დასკვნა, დაფიქრდით იმაზე, რომ ყველა, ვის მიმართაც ითხოვთ სასიკვდილო განაჩენს, მსხვერპლად შესაწირი ცხოველები არ არიან. ის ცხოველები, რომლებიც სასაკლაოზე გაგზავნას იმსახურებენ. კარგად გააცნობიერთ, რომ თქვენ სახელმწიფო ბრალდებელი ხართ.
2. თუკი თვენ სრულად აცნობიერებთ, რასაც აკეთებთ, დაე გააკეთეთ! წარმატებები თქვენ!”
P.S. დენიზ გეზმიში 1972 წლის 26 მაისს სიკვდილით იქნა დასჯილი ანკარაში მდებარე მამაკის ციხეში. ეშაფოტზე მისი უკანასკნელი სიტყვები გახლდათ:
„გაუმარჯოს სრულიად დამოუკიდებელ თურქეთს! გაუმარჯოს მარქსიზმ-ლენინიზმს! გაუმარჯოს თურქ და ქურთ ხალხს! გაუმარჯოს მშრომელებსა და გლეხებს! ძირს იმპერიალიზმი!” (ავტორი გენია.ჯი)