ლევან გოთუას ნააზრევი…
1. “ადამიანს აკლია განმჭვრეტი თვალი.მაგრამ უდიდესი ნაკლი ადამიანისა არის მისი დაკნინებული მეხსიერება”.
2. “ჭრელია ქვეყანა და ცვალებადი ადამიანის გული”.
3. “ყოველ შემეცნებულ ადამიანს აქვს თავისი ხვედრი – მიუთვალავი და მოუზომელი….
უხვედრო ადამიანი – უბედური ადამიანია! არც მონური სიცოცხლეა ძნელი,არც გმირული თავშეწირვა! ძნელია სათნო,ყოვლისშემცველი სიყვარული და ერის მომავლის შენება-ხვეწა… და კიდევ მართალკაცობა! თორემ ახლა სიმართლე ისე ვერ გაურბის გაიძვერობას და ტყუილს,როგორც მიცვალებული თავის ქვაყუთს!”
4. “ავმა კაცმა,დრომდე უფრო იცის პირის შეკვრა და საბოროტო თანადგომა.უზნეობასაც აქვს თავისი უპირატესობა,დროშიაც და ავ შედეგშიაც.ადამიანის შემღვრევა,მისი სულიერი გათახსირება,განუზომლად უფრო ადვილია,ვიდრე ზნეობრივი აღზრდა,გაკეთილშობილება!..”