პტოლემე I სოტერის ორიგინალური პასუხი ზოილს…

ერთ-ერთი გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი (კინიკური სკოლის წარმომადგენელი),ლიტერატურის კრიტიკოსი და ორატორი - ზოილი (ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეები),მაკედონიიდან ალექსანდრიაში გაემგზავრა.როდესაც იგი ეგვიპტეში ჩავიდა,ეგვიპტის მმართველ -პტოლემე I სოტერს (ძვ.წ.აღ-367-283 წლები) ეწვია.როგორც ცნობილია ზოილი ერთ-ერთი უმთავრესი და უსამართლო კრიტიკოსი გახლდათ გენიალური ძველბერძენი პოეტის ჰომეროსის და მისი დიდებული პოემების “ილიადა”-ს და “ოდისეა”-ს,მაშინ,როდესაც პტოლემე I სოტერი დიდად მოხიბლული იყო ჰომეროსის დიადი პოემებით და ხშირადაც კითხულობდა კიდეც მათ.ზოილსა და პტოლემეს შორის,ამ საკითხის ირგვლივ დიდი პოლემიკა წარიმართა და მიუხედავად იმისა,რომ ზოილმა ეგვიპტის მმართველი გაანაწყენა და გააღიზიანა ჰომეროსის უსაგნო კრიტიკით,პტოლემემ მაინც არავითარი სადამსჯელო ღონისძიება ზოილის მიმართ არ განახორციელა.ამ პოლემიკიდან გავიდა ხანი და ზოილი დიდ ეკონომიკურ სიდუხჭირეში ჩავარდა უცხო ქვეყანაში,ამიტომ მან გადაწყვიტა დახმარებისათვის პტოლემესათვის მიემართა. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც ზოილი მას ეახლა და აუხსნა თავისი გასაჭირი,ეგვიპტის მბრძანებელმა მყისვე გაიხსენა მათ შორის გამართული დავა ჰომეროსის შესახებ და ზოილს განუცხადა:

 
“ჰომეროსის ნაწარმოებებმა უკვე საუკუნეებია მრავალი თაობები გამოკვებეს და კიდევ მრავალ თაობებს გამოკვებავენ.ჩემთვის კი გასაოცარია ის,რომ ადამიანი,რომელიც ჰომეროსზე დიდად და აღმატებულად მიიჩნევს საკუთარ თავს,არ ძალუძს გამოკვებოს არა მარტო მომავალი თაობები,არამედ საკუთარი თავიც კი”. (ავტორი გენია.ჯი)