ნუმა პომპილიუსისა და რომის ელჩების დიდებული დიალოგი…
რომის დამაარსებლის (ტყუპისცალ ძმასთან – რემუსთან ერთად) – რომულუსის უცნაური გარდაცვალების შემდგომ,რომში მეფობის კანდიდატი არ იყო,რომაელი და საბინელი სენატორები ერთმანეთში ვერ რიგდებოდნენ თუ ვინ უნდა ყოფილიყო რომის შემდგომი მეფე.ისინი ერთმანეთის კანდიდატებს არ სცნობდნენ.საბოლოო ჯამში ასი სენატორი ათ-ათ კაციან ჯგუფებად გაიყო.თითოეულმა დაჯგუფებამ აირჩია მეფე,რომელიც მხოლოდ ხუთი დღის ვადით მეფობდა,შემდგომ კი მეფე მეორე ჯგუფის წარმომადგენელი ხდებოდა.ასე გაგრძელდა დაახლოებით ერთი წლის მანძილზე .საბოლოოდ,რომაელებმა ნუმა პომპილიუსის (ძვ.წ.აღ-ით 753-674 წლები) კანდიდატურა წარმოადგინეს და რადგან წარმოდგენილი კანდიდატი მაღალი მორალური თვისებებით,საერო და საღვთო კანონების კარგი ცოდნით იყო გამორჩეული აღნიშნულ წინადადებას მხარი დაუჭირეს და მასთან ელჩობა წარგზავნეს. (ავტორი გენია.ჯი) ამ პერიოდში ნუმას 40 წელი უსრულდებოდა.მასთან ჩასულს,ელჩებმა – პროკლუსმა და ველეზუსმა,მიმართეს,რომ სამეფო ხელისუფლება ჩაებარებინა.ისინი ვარაუდობდნენ,რომ ნუმა ხალისით შეეგებებოდა წილადხვდომილ ბედნიერებას,მაგრამ მწარედ შეცდნენ.ელჩებს,რომის მომავალმა დიდმა მეფემ – ნუმა პომპილიუსმა შემდეგი სიტყვებით მიმართა:
“ადამიანის ცხოვრებაში ყოველი ცვლილება საშიშროებაა.იმ კაცს კი,ვისაც საჭირო თითქმის არაფერი აკლია და არსებულ ვითარებაში საწუწუნო არაფერი აქვს,ცხოვრების ჩვეულ წესთა შეცვლასა და მათგან გადადგომას უგუნურების მეტი ვერაფერი აიძულებს.ცხოვრების ჩვეული ნირი შეძლება არაფრით სჯობდეს სხვაგვარს,მაგრამ უფრო მტკიცეა და მყარი,ვიდრე ის,რაც გაურკვეველია და ბუნდოვანი.ესეც რომ არ იყოს,თუ რას ნიშნავს მეფობა,ამას ცხადად გვიმოწმებს ის,რაც რომულუსს გადახდა.ჯერ იყო და თანამმართველ ტატიუსის წინააღმდეგ ვერაგობის მომწყობის სახელი გაუვარდა; მერმე კი,თავისი გაუჩინარებით,პატივმოსილ თანამოსაგრეთ ბრალდება დაატეხა თავს,თითქოს მათგან იქმნა მოკლული.მიუხედავად ამისა,რომულუსს წარჩინებული ღმერთების შვილად აღიარებდნენ.ლაპარაკობენ მის დემონურ გამოკვებასა და ჩვილობაში საოცარ გადარჩენაზე.მე კი ჩვეულებრივი მოკვდავი ვარ და იმ ადამიანთაგან გამოკვებილ-გამოზრდილი,რომლებსაც თქვენ კარგად იცნობთ.ის,რის გამოც მაქებენ,მეტად სცილდება მეფედ დასასმელი კაცისთვის საჭირო თვისებებს. (ავტორი გენია.ჯი) ჩემთვის ჩვეულია სრული სიმშვიდე,დინჯი ბჭობით თავის შექცევა,ძლიერი და თანდაყოლილი სიყვარული მშვიდობიანობის,არასაომარ საქმეთა და იმ ადამიანების,რომლებიც ერთ ადგილზე თავს იყრიან მხოლოდ ღმერთთა პატივსაცემად და მეგობრული მუსაიფის გასაბმელად,სხვა დროს კი თითოეული ცალ-ცალკე მიწას ამუშავებს და საქონელს აძოვებს.რომულუსმა კი თქვენ,რომაელებო,შესაძლოა არასასურველი,მაგრამ გადასახდენი ომები დაგიტოვათ სამემკვიდროდ და ამიტომ მტრის გასამკლავებლად სახელმწიფოს გამოცდილ და ჯანსაღ ასაკში მყოფი წინამძღოლი უნდა ჰყავდეს.მრავალ ომგადახდილ და წარმატებით აღზევებულ ხალხს,ყველასთვის ცნობილია,გაფართოებისა და სხვათა დამორჩილების დაუცხრომელი სურვილი აქვს.ამიტომ სასაცილო იქნება,რომ იმ ქალაქს,რომელსაც ჯარის სარდალი უფრო სჭირდება,ვიდრე მეფე,მე ვასწავლო ღმერთების სამსახური და სამართლიანობის პატივისცემა,ძალადობისა და ომის სიძულვილი!”.
მიუხედავად იმისა,რომ ნუმა პომპილიუსმა,ამ სიტყვებით უარი თქვა მეფობაზე,რომაელებმა მაინც ყველა ღონეს მიმართეს იგი დაეთანხმებინათ და დაეყოლიებინათ,რაც მოახერხეს კიდეც მას შემდეგ,რაც ნუმას შემდეგი სიტყვებით მიმართეს:
“თუ შენ კმაყოფილი ხარ იმით,რაც გაქვს და სიმდიდრე არა გჭირდება,თუ არასოდეს არ ესწრაფოდი ძალაუფლებასა და ბატონობაზე დამყარებულ დიდებას,რაკი სიკეთისაგან მომდინარე უკეთეს სახელს ფლობ,მეფობა უნდა ჩათვალო სამსახურად ღვთისა.იგი შენ მოგიწოდებს და შენში არსებულ ესოდენ სამართლიანობას უქმად ყოფნას არ დაანებებს.ნუ ამბობ უარს და ნუ გაურბიხარ ძალაუფლებას,რაც გონიერი კაცისთვის მშვენიერ და დიდებულ საქმეთა სარბიელია.მისი მეშვეობით ღმერთთა ჩინებული სამსახურიც გაიწევა და კაცთა ღვთისმოსაობისაკენ მიდრეკაც უფრო ადვილად და სწრაფად აღსრულდება – ადამიანთა გარდაქმნა ხომ სწორედ ხელმწიფის ძალით ხდება.რომაელებმა გარედან მოსული მეთაური ტატიუსი შეიყვარეს,ხოლო რომულუსის ხსოვნა ღვთაებრივი პატივით შემოსეს.ვინ იცის,ამ გამარჯვებულ ხალხს ეგებ ომი ყელში ამოუვიდა და ტრიუმფებითა და ნადავლით აღავსეს ახლა ლმობიერი და სამართლის მეგობარი კაცი სურს წინამძღოლად,ვინც მათ კეთილგონიერებისა და მშვიდობიანობისაკენ წარმართავს.დავუშვათ და რომაელები მთლიანად შეპყრობილნი არიან ომისადმი დაუძლეველი და შმაგი მისწრაფებით,განა უმჯობესი არ იქნება ხელში სადავეთა აღება და ამ ხალხის ლტოლვის სხვა მხრივ შებრუნება,რათა კეთილგონიერებისა და მეგობრობის კავშირმა ჩვენი სამშობლო და, საერთოდ,საბინთა მთელი ტომი აღზევებულ და ძლიერ ქალაქთან შეკრას?”
საბოლოოდ ნუმა,რომაელთა ხვეწნა მუდარას დამორჩილდა და ძვ.წ.აღ-ით 715 წელს რომის სამეფო ტახტზე ავიდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მისი მმართველობის წლებს,რომის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესოდაც მოიხსენიებენ.თავად ნუმა პომპილიუსი კი მოხსენიებულია,როგორც – “რომის ლეგენდარული მეფე”. (ავტორი გენია.ჯი)