სოლონი – სტუმრად თალეს მილეტელთან…
ერთ-ერთ უდიდეს ძველბერძენ ფილოსოფოსსა და მეცნიერს – თალეს მილეტელს (ძვ.წ.აღ-ით 624-546 წლები),მილეტში სიბრძნით განთქმული დიდი ძველბერძენი კანონმდებელი,პოეტი,რეფორმატორი და მხედართმთავარი - სოლონი (ძვ.წ.აღ-ით 638-558 წლები) ეწვია.სოლონის გაოცება გამოიწვია იმ ფაქტმა,რომ თალესი ქრწინებასა და შვილების ყოსას სრულებით უარყოფდა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად,თალესი სოლონის გაოცებას დუმილით შეხვდა,ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ერთი სტუმარი ეწვია,რომელიც დაარიგა და ათქმევინა: ათი დღეა,რაც ათენიდან ჩამოვედიო.სოლონმა ჩამოსულს ჰკითხა,თუ რა იყო ახალი ათენში.თალესის მიერ დარიგებულმა კაცმა,რომელმაც იცოდა,რა უნდა ეთქვა,სოლონს უპასუხა:
- ზევსს ვფიცავ,ისეთი არაფერი,გარდა იმისა,რომ ერთ ყმაწვილ კაცს ასაფლავებდნენ და მთელი ქალაქი აცილებდა სამარის კარამდე.როგორც მითხრეს,ის ერთი ფრიად სახელოვანი და მოქალაქეთა შორის სათნოებით უპირველესი კაცის შვილი იყოო,თუმცა ეს კაცი მაშინ იქ ვერ ვნახე,თქვეს,უკვე დიდი ხანია უცხოეთში მოგზაურობსო.
- ვაი,რა უბედური მამა ყოფილა, – წამოიძახა სოლონმა, – მისი სახელი თუ იცი?
- სახელი კი გავიგონე,მაგრამ აღარ მაგონდება, – მიუგო უცხოელმა. – ის კი მახსოვს,მის სიბრძნესა და სამართლიანობაზე რომ ძალიან ბევრი ილაპარაკესო.
უცხოელის ყოველ პასუხზე სოლონს შიში უორკეცდებოდა,უკვე სულ ერთიანად შეშფოთებულმა,უცხოელს სახელი თვითონვე გაახსენა,როცა ჰკითხა: გარდაცვლილს სოლონის შვილს ხომ არ ეძახდნენო.უცხოელმა დაუდასტურა.სოლონმა თავ-პირში იცა ხელები; იგი ისე იქცეოდა და ლაპარაკობდა,ვით მწუხარებაში მყოფთ სჩვევიათ ხოლმე.მაშინ თალეს მილეტელმა ხელი მოჰკიდა სოლონს და სიცილით უთხრა:
- აი,სწორედ ამიტომ არ მინდა ვიქორწინო და შვილები ვიყოლიო,როცა შენებრ ძლიერ ვაჟკაცსაც ასეთი თავზარი დაეცა.ახლა,კარგი,გამხნევდი,სტუმრის ნაამბობი ნუ შეგაშფოთებს.იგი მოჭორილიაო. (ავტორი გენია.ჯი)